vap.ge

სახსრების გაუსაძლის ტკივილს ეს სამკურნალო საშუალებები მოგიხსნით

სახსრების გაუსაძლის ტკივილს ეს სამკურნალო საშუალებები მოგიხსნით

სახსრების სამკურნალოდ არსებობს საუკუნეების მანძილზე გამოცდილი ხალხური საშუალებები, ზოგჯერ გაცილებით უფრო ეფექტური, ვიდრე ზოგიერთი ძვირადღირებული მედიკამენტი.

სტატიაში შემოგთავაზებთ ნატურალურ საშუალებას, რომელსაც გააჩნია ძლიერი აღმდგენი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, სახსრებს ელასტიურობას ანიჭებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლს სასარგებლო ნივთიერებებით ამდიდრებს.

  1. გვირილას ან ფარსმანდუკის ყვავილი დააყენეთ, მოხარშეთ და დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე.
  2. მაყვალის ფოთლები დანაყეთ, აურიეთ ძმარში. გააჩერეთ რამდენიმე საათი და დაიდეთ სახსარზე.
  3. ვირისტეფრას ფოთლები თეთრი მხრიდან დაიდეთ მტკივან ადგილზე და შეიხვიეთ.
  4. კრაზანას სპირტიანი ნაყენის (10გრ ბალახს დაასხით 200გრ ნაყენი.) 30 წვეთი მიიღეთ წყლით დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.
  5. შეგიძლიათ კრაზანას ზეთიც დაამზადოთ. 20 გრამი ნედლ ყვავილს დაასხით 200 გრამი მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი. 2 კვირა დადგით.შემდეგ გადაწურეთ და დილა-საღამოს დაიზილეთ მტკივნეული ადგილი.
  6. ჭიქანახევარ ბოლოკის წვენს დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, ნახევარი ჭიქა არაყი და 1 ჩაის კოვზი მარილი. აურიეთ კარგად და გაიკეთეთ საფენები დილა-საღამოს.
  7. ერთ ლიტრა წყალში მოხარშეთ 1 მუჭა წაბლი ქერქებით. თბილ წვენში ჩაყავით თითები.
  8. აიღეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ძმარი. შეურიეთ ერთმანეთს. წაუსვით კომბოსტოს ფოთოლზე და დაიმაგრეთ მტკივნეულ ადგილზე.
  9. იასამნის ყვავილს დაასხით 40 გრადუსიანი სპირტი. 10 დღე ვბეში დადგით. მიიღეთ დღეში 3 ჯრ 30 წვეთი. ამასთანავე დაიზილეთ დაგაიკეთეთ კომპრესები. მკურნალობის ეს მეთოდი ასევე წანაზარდებსაც შველის.
  10. ოცი ცალი დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ 300 გრამი ზეითუნის ზეთში. გააჩერეთ სიბნელეში 10 დღის მანძილზე. მოცემული ვადის გასვლსი შემდეგ დაიზილეთ მისით მტკივნეული ადგილები.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version