vap.ge

უგემრიელესი ნიგვზიანი ბადრიჯანი

    საჭირო მასალა:

მომზადება:

კანიანი ბადრიჯანი სიგრძეზე ჩაჭერით ისე, რომ ერთმანეთს არ მოცილდეს. შიგ ჩაყარეთ მარილი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში თავდახურულ ტაფაზე.

შემწვარი ბადრიჯანი დაალაგეთ ლანგარზე და გააცივეთ. დანაყეთ ან დააბლენდერეთ ნიგოზი, შემდეგ ცალკე დანაყილი ქინძის თესლი, ზაფრანა და ნიორი აურიეთ ნიგოზში, შეაზავეთ მარილით და გაგლისეთ ძმარში.

ამას დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიახური, შემდეგ კი ამ საკმაზით ამოავსეთ ბადრიჯანი. შეგიძლიათ რულეტის მსგავსად დაახვიოთ და ისე მიიტანოთ სუფრაზე.

Facebook კომენტარები
Exit mobile version