vap.ge

ქუსლები აღარ აგექერცლებათ – ეს მარტივი საშუალება სამოდამოდ აქრობს ქუსლის დახეთქვის რისკს

ქუსლები აღარ აგექერცლებათ - ეს მარტივი საშუალება სამოდამოდ აქრობს ქუსლის დახეთქვის რისკს

კანის სიმშრალე და დახეთქილი ქუსლები დღეს ძალიან ბევრი მანდილოსანის (და არა, მარტო) პრობლემაა. ცხადია, გარდა ესთეტიკური დეფექტისა, ამ პრობლემას თან ახლავს დამახასიათებელი ტკივილები. ძირითადად, ქუსლები მაშინ სკდება, როცა კანი მეტისმეტად შრება და ელასტიკურობას კარგავს.

ნახეთქების გაჩენა შეიძლება გამოიწვიოს კანის არათანაბარმა გადაჭიმვამ – ზაფხულში ტენის გამო კანის ზედაპირული შრე იჭიმება, ხოლო ზამთარში სკდება. ქუსლები ხშირად უსკდებათ იმ ადამიანებს, რომელთაც ენდოკრინული დარღვევები აქვთ ან კანის დაავადებები აწუხებთ. გასათვალისწინებელია, რომ ნახეთქები შეიძლება, იყოს ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტის ან გასტრიტის ნიშანი.

ლისტერინი (ბენზოური მჟავისა და ეთანოლის კომბინაცია) საუკეთესო საშუალებაა მკვდარი კანისა და ბაქტერიების მოსაშორებლად ქუსლიდან. ის ასევე აქრობს სოკოებსა და მიკრობებს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

დაგჭირდებათ:

• 1 ჭიქა ლისტერინი ( ან თქვენი საყვარელი პირის სავლები)

• 1 ჭიქა თეთრი ან ვაშლის ძმარი

• 2 ჭიქა თბილი წყალი

მომზადების ინსტრუქცია ასეთია:

  1. ჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში.

2. მოათავსეთ ფეხები 1 საათის განმავლობაში ზემოთ აღნიშნულ ნარევში.

ეს პროცედურა საკმაოდ მარტივია, თუმცა მისი ჩატარების შემდეგ ცოტახნით თქვენმა ფეხმა შეიძლება ლურჯი შეფერილობა მიიღოს, თუმცა ეს ბუნებრივია და არ არის საშიში. ამ უპრობლემო ეფექტის გავლის შემდეგ თქვენი ქუსლის კანი ახალივით იქნება.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version