vap.ge

შრატის შესანიშნავი მოქმედება სახის კანზე.

შრატის შესანიშნავი მოქმედება სახის კანზე.

შრატი რძის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენია, რომელიც ხაჭოს მიღების დროს რჩება. მისი მომზადება მარტივია, ამასთან მრავალფუნქციური და სასარგებლოა.

შრატს, როგორ რძის დაბალკალორიულ შემცვლელს, ბევრი პროდუქტის გამოსაცხობად იყენებენ. მისი გამოყენებით აცხობენ პურს, ამზადებენ ბლინებს და ლუდსაც კი აკეთებენ!

შრატი სახის კანისთვის:

დღეს ამ ჯადოსნური პროდუქტის კოსმეტიკურ სარგებელს გიზიარებთ. რძის შრატში შედის ლაქტოზა, რომელიც კანის ზედა ფენაზე დადებითად მოქმედებს, მას აახალგაზრდავებს და უფრო ელასტიკურს ხდის.

რით სჯობს რძის შრატი მაღაზიაში ნაყიდ თავის მოვლის საშუალებას? პირველ რიგში, შრატი შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ. ასე უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მაღაზიაში პროდუქციის შეძენა. მეორე მხრივ, დარწმუნებული იქნებით, რომ სახეზე ნატურალურ და ახალ პროდუქტს ისვამთ.

როგორ ეხრება შრატი კანს:

1. შრატი ფოლიუმის მჟავას, ასევე კალიუმსა და კალციუმს შეიცავს. ეს კომპონენტები სახის ფერს აუმჯობესებენ და ანტიასაკობრივი ეფექტი გააჩნიათ.

2. B ჯგუფის ვიტამინები, ასევე C და E ვიტამინები ახალ უჯრედებს რეგენერაციაში ეხმარება და დამწვრობის შემდეგ კანს აღადგენს.

3. ძლიერი ანტიოქსიდანტების წყალობით შრატი თავისუფალ რადიკალებს ებრძვის და კანის სიმსივნით დაავადების რისკს ამცირებს.

4. შრატის გამოყენება შეშუპებას და ანთებას აქრობს.

შრატის მომზადება ძალიან მარტივია. თუ მის გამოყენებას კოსმეტიკური მიზნით აპირებთ, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება უკიდურესად არასასურველია. სამწუხაროდ, ძლიერი გაცხელების დროს ბევრი სასარგებლო ნივთიერება თავის თვისებებს კარგავს.

შრატის მოსამზადებლად კეფირის შეფუთვა საყინულეში შედგით. გაყინვის შემდეგ გასადნობად მარლაზე ან წვრილ საწურზე დადეთ. ახლა კოსმეტიკური რეცეპტისთვის იდეალურ შრატს მიიღებთ!

შრატი სახის კანის ბზინვარებისთვის:

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და მოქმედი რეცეპტი – რძის შრატის ყინული. უბრალოდ შრატი ყინულის ფორმებში გაყინეთ და ყინულებით სახე ყოველ დილით გაიწმინდეთ. ყინული მხნეობას მოგანიჭებთ, კანი კი მთელი დღის განმავლობაში უფრო ნათელი და დაჭიმული გახდება.

ანტიასაკობრივი ნიღაბი შრატით:

ინგრედიენტები:

100 მლ შრატი
50 გრ არაჟანი
50 გრ ბრინჯის სახამებელი

მომზადება და გამოყენება:

1. ყველა ინგრედიენტი აურიეთ.

2. სახეზე ნიღაბი ნაზად წაისვით. ნიკაპიდან ზემოთ მოძრაობა სცადეთ.

3. ნახევარ საათში ნიღაბი ჩამოიბანეთ და ქოქოსის ზეთი წაისვით.

ნიღაბი კანის ელასტიკურობისთვის:

ინგრედიენტები:

1 კვერცხის ცილა
2 ს/კ ფქვილი
100 მლ შრატი

მომზადება:

1. კვერცხის ცილა ათქვიფეთ. შრატი და ფქვილი დაუმატეთ.

2. ყველაფერი კარგად აურიეთ და სახეზე წაისვით.

3. 25 წუთში კარგად ჩამოიბანეთ და სახე ყურძნის კურკის ზეთით კარგად დაიტენიანეთ.. ეს შრატი სახის კანის ელასტიკურობას გასაზრდელად როგორც ცხიმიან, ასევე ნორმალური ტიპის კანს უხდება.

შრატს გასაოცარი მატონიზირებელი ეფექტი აქვს, რომლის წყალობით თქვენი კანი ამ ნიღბის ერთკვირიანი გამოყენების შემდეგ ბზინვარებას დაიწყებს

Facebook კომენტარები
Exit mobile version