vap.ge

ასფურცელას ნაყენი კურნავს ღვიძლს

ასფურცელას ნაყენი კურნავს ღვიძლს

ასფურცელა მრავალწლიანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. მისი სწორმდგომი ღეროები შიშველია ან ბუსუსებითაა დაფარული. სიმაღლით 50-150 სმ-ის, ღერო მყარია და მის ზემო ნაწილში დატოტვილია. მერქნისებური ფესურა ჰორიზონტალური და გახევებულია. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული ღეროზე, რომელთა ფრთისებ დაყოფილი სეგმენტები ხაზურ-ლანცეტაა. კალათა-ყვავილედი დიამეტრით 12სმ-ია აქვს ნახევარფერული ფორმა და ღეროს წვერში ფარისებრადაა შეკრებილი.

ყვავილები ყვითელი ან ნარინჯისფერია. ნაყოფი მოგრძო, წიბოვანი თესლურაა, რომლის კიდე მრგვალკბილიანია.

ასფურცელა ივლის-სექტემბერში ყვავილობს, თესლი კი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. ასფურცელა გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირზე, ბუჩქნარებში, ქვიშიან კარიერებში, ნაგვიან ადგილებზე და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გვხვდება.

სამკურნალო პრეპარატების დასამზადებელ ნედლეულად იყენებენ ასფურცელას ყვავილებს, ეს ყვავილები შეიცავენ ფლავონოიდებს, ეთერზეთებს, ალკალოიდებს და მწარე ნივთიერებებს.

ასფურცელას პრეპარატები გამოიყენება ღვიძლის ნაღვლის სადინარების, კუჭისა და თორმეტგოჭა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების და ჰელმინთოზების სამკურნალოდ.

ასფურცელას შემდეგნაირად იყენებენ: 1 ს/კ მცენარის ყვავილებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შევფუთოთ და 1 საათით დავაყენოთ, შემდეგ გავფილტროთ. მივიღოთ 5-6 ს/კ დღის განმავლობაში.

რეკომენდებულ დოზას არ გადააჭარბოთ. არ არის სასურველი ზედმეტის დალევა.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები
Exit mobile version