vap.ge

მაზოლების (კოჟრების) მოცილება ხალური მეთოდით გაგიმარტივებთ ცხოვრებას

მაზოლების (კოჟრების) მოცილება ხალური მეთოდით გაგიმარტივებთ ცხოვრებას

  1. ძილის წინ ფეხი დავილბოთ ცხელ წყალში, შემდეგ გულმოდგინედ გავიმშრალოთ და მაზოლს მივამაგროთ ლიმონის ქერქი ცოტაოდენ რბილობთან ერთად. უმჯობესია, თუ ჩამოვჭრით ლიმონის პატარა "ყუას" და კოჟრს მივამაგრებთ. ოთხი ხუთი დღის შემდეგ კოჟრი მთლიანად ამოვარდება.
  2. ახალგაჩენილი მაზოლის მოსაშორებლად კარგია "ვერხვითერაპია", ანუ მკურნალობა ვერხვის პატარა ნაფოტით. აიღეთ ვერხვის პატარა ნაფოტი და დღე-ღამის განმავლობაში, 3-4-ჯერ, თითო საათით იდეთ ბებერაზე (ღამით გადაიხვიეთ). რამდენიმე დღეში იგი ზრდას შეწყვეტს. ამის შემდეგ უვე საკმარისი იქნება დღეში 1-2 ჯერ დადება მანამ, სანამ სულ არ გაქრება.
  3. ხახვის ფურცლები ჩადეთ ქილაში და დაასხით სუფრის ძმარი. მოუკარით თავი კომპრესის ქაღალდით. ორი კვირის შემდეგ ამოიღეთ ფურცლები. ოდნავ გაწურეთ. ღამით დაიდეთ კოჟრზე და მაგრად შეიკარით. მის გარშემო წინასწარ წაისვით ვაზელინი ან რომელიმე ცხიმიანი კრემი. დილის ფეხები ცხელ წყალში ჩაალბეთ და კოჟრი ამოიგდეთ.
  4. პირველყოვლისა კოჟრი უნდა დარბილდეს. საამისოდ დილას და საღამოს კოჟრზე წაისვით ბაბუაწვერას წვენი ან დაიდეთ გაჭრილი მწიფე პამიდორი. დარბილებული ბებერა ფრთხილად მოიჭერით გასტერილებული მაკრეტლით და წაისვით მკვებავი კრემი. ან, ძილის წინ ფეხი ცხელ წყალში ჩაყავით და კოჟრზე დაიდეთ ლიმონის ქერქი. პროცედურა გაიმეორეთ 2-3 დღე. მეხუთე დღეს წყალს მარილიც დაუმატეთ, ფეხი შიგ ჩაყავით და ფრთხილად მოიშორეთ მაზოლი. არ დაგავიწყდეთ მტკივნეულ ადგილებზე მკვებავი კრემის წასმა.
  5. დაფნის ხუთი ფოთოლი წვრილად დავნაყოთ და დავასხათ 100 გრამი ნიშადურის სპირტი. მიღებული ხსნარი გავაჩეროთ ერთი კვირის განმავლობაში ყავისფერი შეფერილობის მიღებამდე. გავწმინდოთ კოჟრი დილაობით და შემდეგ, დავადოთ იოდის ბადე. კოჟრი შემცირდება და ტკივილიც გაქრება.
  6. მაზოლზე ღამით დაიდეთ კარგად გარეცხილი მრავალძარღვა, შეიხვიეთ ბინტით. მეორე დღეს ფოთოლი გამოცვალეთ. მრავალძარღვის ნაცვლად დანაყილი ნარგიზელას ყვავილიც გამოდგება

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version