vap.ge

ნიღბები ყავისგან, რომლებიც დაგვეხმარება ვიყოთ უფრო ლამაზები

ყავა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი დიდი ხნის წინ გახდა, ბევრი ჩვენგანი დღის დასაწყისს ვერ წარმოიდგენს მის გარეშე. ყველასათვის ცნობილია, რომ ყავა არა მარტო სასმლის სახით გამოიყენება, არამედ კოსმეტოლოგიაშიც დიდი ადგილი უკავია. ეს პროდუქტი რიგ სასარგებლო თვისებებს ატარებს: სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, გაახალგაზრდავება, საჭმლის მონელების დაჩქარება, დამჭკნარი კანის აღდგენა, ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნა, მატონიზირებელი და ანტიცელულიტური ეფექტი.

ნაზი კანი და გათანაბრებული ფერი

მკვეთრი ფერი და თმის ბზინვარება

3 სუფრის კოვზი დაფქული ყავა, 10 მილიგრამი წყალი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი რომი და 2 კვერცხის გული აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნიღაბი დაიტანეთ თმაზე, შეიზილეთ თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე. შეიფუთეთ თავი პოლიეთილენით, ხოლო 15 წუთში ჩამოიბანეთ. ამის შემდგომ შეგიძლიათ გადაივლოთ მცენარეების ნახარშიც. ასეთი მეთოდი თმას მკვეთრ ფერსა და ბზინვარებას ანიჭებს, რომელიც განსაკუთრებით უხდება მუქი შეფერილობის მქონე გოგონებს. აგრეთვე ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდის პროცესს.

 

თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

წამოადუღეთ მწარე ყავა და ჩამოიბანეთ მისი მეშვეობით თმა. დაიტოვეთ ნიღაბი რამდენიმე წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ. კოფეინი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს ფოლეკულებამდე და აძლიერებს თმის ფესვებს. ეს ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ საუკეთესოა.

ლამაზი სხეული

თვალის ქვეშ არსებული ტომრების წინააღმდეგ

მოვლილი ხელებისთვის

10 გრამ დაფქულ ყავას 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი შეურიეთ. მოამზადეთ აბაზანა ზღვის მარილების მეშვეობით და მოათავსეთ ხელები. შემდეგ დაიტანეთ ყავის ნიღაბი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ პროცედურის შემდეგ თქვენი ხელები ზამთრის დღეებს თამამად გაუმკლავდება და თავიდან აირიდებთ გამომშრალ კანს.

ნაზი ტუჩები

შეურიეთ 0.5 ჩაის კოვზ ყავის ნალექს თაფლი, საცხის კონსისტენციის მიღებამდე. მიღებული სკრაბით მსუბუქად დაიმუშავეთ ტუჩები. გაიჩერეთ 5-7 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი მეთოდი თქვენს ტუჩებს მეტ სინაზეს შემატებს 10 წუთში. აგრეთვე შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი Е ვიტამინი.

პრიალა ფეხის ქუსლები

დაგჭირდებათ 4 სუფრის კოვზი ყავის ნალექი, გახეხილი ბანანი, 10 მილიგრამი ზეითუნის ზეთი და მწიკვი ზღვის მარილი. შეურიეთ ეს ინგრედიენტები და დაიტანეთ ფეხის ქუსლებზე. გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი.

მუწუკების წინააღმდეგ

წამოადუღეთ ძლიერი ყავა, დაუმატეთ 0.5 ჩაის კოვზი ალოეს წვენი, დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი. ასეთი ნიღაბი არასასურველ მუწუკებს აგარიდებთ თავიდან, ალოეს წვენის ნაცვლად კი შეგიძლიათ ჩაის ხის ზეთი გამოიყენოთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version