vap.ge

5 ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომლებიც მუდამ უნდა გქონდეთ სახლში

5 ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომლებიც მუდამ უნდა გქონდეთ სახლში

ავადმყოფობის დროს და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის ექიმები ხშირად სააფთიაქო ანტიბიოტიკებს ნიშნავენ, რომლებიც ხშირად ორგანიზმისთვის სახიფათოა.

ისინი იმუნიტეტს ანადგურებენ, ნაწლავებში ბუნებრივ სასარგებლო ბაქტერიებს სპობენ და სუპერ-ბაქტერიის შექმნას იწვევენ, რომელთანაც ბრძოლა მეტად რთულია.

ქვემოთ გთავაზობთ ნატურალური პროდუქტების სიას, რომლებიც ბევრ დაავადებას განკურნავს და ორგანიზმს გამოფიტვისგან დაიცავს.

ბუნებრივი ანტიბიოტიკები

პირშუშხა

პირშუშხას ფესვი შეიცავს მდოგვის ზეთს და ენზიმს. ეს ორი სასარგებლო ნივთიერება მიიჩნევა ბუნებრივ ანტიბიოტიკად. ისინი ებრძვიან ცხირის, პირის და ხახის ღრუს ბაქტერიებს.

ბრონქიტის, ხველის და ტრაქეიტის დროს 1ს/კ გახეხილ პირშუშხას დაუმატეთ 3 ს/კ თაფლი და დააყენეთ. მიიღეთ დღეში 5-ჯერ ყოველდღე 1ჩ/კ. მასა პირში უნდა გადნეს.

ცისტიტის და ურეთრიტის დროს 1ს/კ გახეხილ პირშუშხას დაასხით 1 ჭ. მდუღარე წყალი, 5 წთ-ით გააჩერეთ თავდახურული და ყოველდღე მიიღეთ 3-4 ჭიქა.

შტოში

ეს კენკრა შეუდარებელი ანტივირუსული საშუალებაა და შესანიშნავი ანტიოქსიდანტი. შტოს დახმარებით სურდოს მკურნლობა სასიამოვნოც კია, რადგან ეს მედიკამენტი გემრიელიცაა.

კენკრა და შაქრის ფხვნილი 3:ი პროპორციით აურიეთ. 2 ს/კ ნარევს დაასხით 0,5ლ. თბილი წყალი და მიირთვით.

ნიორი

ნიორი საუკეთესო საშუალებაა სისხლიდან და სასუნთქი გზებიდან ბაქტერიების გამოსადევნად. მისი რეგულარულად მიღება ორგანიზმს სრულყოფილად გაწმენდს.

ანადგურებს ტუბერკულიოზის ჩხირებს და ებრძვის სიმსივნის გამომწვევ უჯრედებს.ნიორი სპობს ნაწლავურ ჭიებს.

შემოგთავაზებთ სასმელს, რომელიც განგკურნავთ არა მხოლოდ ინფექციური დაავადებებისგან, არამედ გაგიუმჯობესებთ ნივთიერებათა ცვლასაც.

გამჭირვალე ბოთლში ჩაყარეთ ნივრის 12 კბილი, თითოეული ოთხად გაჭერით, დაასხით 3 ჭიქა წითელი ღვინო, დახურეთ თავსახური და დადგით ფანჯარაზე 2 კვირა მზიან მხარეს. შეანჯღრიეთ ყოველღე. შემდეგ გადაწურეთ და მუქი ფერის ბოთლში გადაასხით. მიიღეთ 3-ჯერ დღეში 1ჩ/კ, 1 თვის განმავლობაში.

რეჰანი

რეჰანი არამხოლოდ სანელებელია, არამედ ინფექციების სამკურნალო საშუალებაცაა.

აქტიურად გამოიყენება ანგინის დროს. 4ს/კ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 250 მლ.მდუღარე წყალი, ადუღეთ 20 წუთი, გადაწურეთ და თბილი ნახარში დღეში 2-3-ჯერ გამოივლეთ ყელში.

ქუთუთოების ანთების,  ასევე, კონიუნქტივიტის დროს 2ს/კ რეჰანს დაასხით 500 მლ.მდუღარე წყალი, გააგრილეთ ბოლომდე და გადაწურეთ.გაიკეთეთ თვალის სავლები და ნახევარი ჭიქა მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე.

თავის ტკივილს შველის რეჰანი, ბარამბო და სალბი თანაბარი რაოდენობით. 1ჩ/კ ნარევს დაასხით 200 მლ. მდუღარე წყალი და 20 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და  დაამატეთ 1 ჩ/კ თაფლი. დალიეთ მცირე ყლუპებით. ნახევარ საათში თავის ტკივილი გაქრება. ეს შესანიშნავი საშუალება მოგაშორებთ შფოთვას.

ლურჯი მოცვი

ეს კენკრა შეიცავს ბუნებრივ ასპირინს, რომელიც ანთების და ტკივილების შემცირებაში დაგეხმარებათ. ის ბლოკავს ბაქტერიების განვითარებას და სხვადასხვა ინფექციებს თავიდან აგაცილებთ.

დაავადებებთან ბრძოლა მარტივია ბუნებრივი საშუალებებით. ასე გააძლიერებთ ჯანმრთელობას უპრო სწრაფად.

გაუზიარეთ ეს რჩევები თქვენს მეგობრებს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version