vap.ge

რატომ არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის შავი ქლიავი

ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების კონცენტრაცია. ზოგადად ქლიავი ხელს უწყობს საჭმლის გადამუშავებას, აქვეითებს ქოლესტერინის მაჩვენებელს, ინფექციებთან და კიბოსთან ბრძოლაშიც ეხმარება ორგანიზმს.

ქლიავი აწესრიგებს სისხლის შედედების პროცესს, ის სასარგებლოა დიაბეტიკებისთვის ,სისხლში შაქრის დონის სტაბილურად შენარჩუნებისთვის. სპეციალისტები ყოველდღიურად 2-3 ქლიავის მიღებას გვირჩევენ.

ქლიავის ჩირი კი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ნაწლავის კიბოს ებრძვის. ეს პროდუქტი დადებითად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე და საშიში წარმონაქმნების განვითარებას უშლის ხელს. გარდა ამისა, პროდუქტი შეიცავს პოლიფენოლებს-ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანეიტრალებენ ჟანგბადის რეაქციული ფორმებით გამოწვეულ დნმ-ის საშიშ დაზიანებებს.

ცნობილია, რომ გარკვეულ რაციონს შეუძლია ნაწლავის მეტაბოლიზმისა და მიკროფლორის შემადგენლობის შეცვლა. აღნიშნული ასპექტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

Facebook კომენტარები
Exit mobile version