vap.ge

ნახეთ როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ინსულტის რისკი

ნახეთ როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ინსულტის რისკი

35 – 64 წლის ქალბატონებში ინსულტის განვიტარების რისკი რამდენჯერმე მაღალია ვიდრე ამ ასაკის მამაგაცებში. ქალების ინსულტით სიკვილიანობა 60%-ს აღწევს, მამაკაცების შემთხვევაში კი გაცილებით დაბალია. რა ემართება ორგანიზმს ინსულტის დროს?

ტვინის გარკვეულ მონაკვეთში მცირდება ან ჩერდება სისხლის მიწოდება, ეს იმის გაო ხდება, რომ თრომბი არტერიას ბლოკავს (იშემიური ინსულტი) ან თავის ტვინში კაპილარი სკდება და სისხლჩაქცევა ხდება (ჰემორაგიული ინსულტი). ორივე შემთხვევაში ტვინის დაზიანებული ნაწილები ჟანგბადის მიღებას წყვეტენ და იღუპებიან.

რატომ აქვთ ქალებს ამ პრობლემის წინაში დადგომის გაცილებით მაღალი რისკი?! ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ჭარბი წონაა. ჭარბი წონა ინსულტის რისკებს რამდენჯერმე ზრდის. თუ ნორმაზე მეტი წონა გაქვთ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, გაიარეთ კონსულტაცია და ჰკითხეთთ თუ რამდენად ხართ ინსულტის რისკის ჯგუფში.

თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ რისკჯგუფში ხართ, შეცვალეთ ცხოვრების წესი და მკურნალობა დაიწყეთ. ყველას გონია რომ ინსულტი მოულოდნელად ხდება. სინამდვილეში მისი წინაპირობები ნელ-ნელა ყალიბდება ზგჯერ ამას რამდენიმე წელიც კი ჭირდება. ინსულტის თავიდან ასაცილებლად პაციენტს ბევრი ამის გაკეთება შეუძლია.

მიირთვით თვინისთვის სასარგებლო პრჯდუქტები

ინსულტის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საშუალება ნებისმიერ მაღზიაში იყიდება – ჭარხალი.

ის ნიტრიტებით არის მდიდარი, ეს ნივთიერება წნევას დაბლა წევს, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ის ახალგაზრდა სისხლძარღვების წარმოქნას ასტმულირებს. აუცილებლად ჩართეთ ჭარხალი თქვენს რაციონში. ჭამეთ მეტი ხილი, ბოსტნეული, უცხიმო ხოცი, თევზი, სასარგებლო ცხიმის შემცველი პროდუქტი და მთელმარცვლოვანი პროდუქტები. მინიმუმამდე დაიყვანეთ შაქარი, მარილი და ფასტ ფუდი.

მაგიდიდან მოაშორეთ სამარილე

მზა საკვებზე მარილის დამატება, ჯანმრთელობისთვის საკმაოდ მავნებელი ჩვევაა. ადამიანები ხშირად აკონტროლებენ რაციონში შემავალ შაქრის რაოდენობას, თუმცა მარილის კონტროლი რატომღაც ავიწყდებათ.

სწრაფი კვების ობიექტების საკვები, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები – ჭარბად არის გაჯერებული მარილით. გახსოვდეთ, მარილის დღიური ნორმა 1 ჩაის კოვზს (5-6 გრამს) არ უნდა აღემატებოდეს.

დაიმახსოვრეთ ინსულტის ძირითადი სიმპტომები:

ინსულტის ერთ-ერთი შესაძლო სიმპტომი ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვაა, ხშირ შემთხვევაში ერთი მხრიდან. თუმცა როგორ გავიგოთ ნამდვილად ინსულტთან გვაქვს საქმე თუ უბრალოდ ძილში ძარღვი გაინასკვა ან დაბუჟდა?!

გარდა ამისა მოკლე ვადიანი იშემიური დარღვევისას (მიკროინსულტი) ადამიანს შეიძლება მხოლოდ სისუსტე და თავის ტკივილი აწუხებდეს. როგორ გავრკვეთ?! დაიმახსოვრეთ 4 ძირითადი ნიშანი.

ღიმილი- ინსულტის დროს ღიმილი დაღრეცილი გამოდის, ტუჩის ერთი კუთხე მაღლა იწევა მეორე კი ქვემოთ.

საუბარი-ადამიანი ნელა და გაწელილად, წყვეტილად ლაპარაკობს.

ხელები-ადამიანი ხელებს პირდაპირ, თანაბარ სიმაღლეზე ვერ აწევს, ერთი ხელი მაღლა იქნება, მეორე დაბლა.

ენა- ის არასიმეტრიულად გამოიყურება ან ერთ მხარეს იწევა.

თუ ოდესმე, ვინმეზე ამ სიმპტომებიდან ერთი – ან რამდენიმე შენიშნეთ აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

გახსოვდეთ ინსულტის მკურნალობის პირველ 3 საათში დაწყება აღდგენის შანსები მრავალჯერადად იზრდება.

თავი მოარიდეთ ჰორმონალურ კონტრაცეპციას

თქვენს რომელიმე სისხლის ნათესავს აქვს თუ არა გადატანილი ინფარქტი ან ინსულტი? ეწევით? ოდესმე ექიმებს ღმა ვენების თრომბის დიაგნოსი დაუსვამთ თქვენთვის? ამ შეკითხვებიდან თუ ერთს მაინც გაეცით დადებითი პასუხი, მაშინ რისკის ჯგუფში ხართ, ამიტომ კონტრაცეპციის შერჩევისას აუცილებლად განიხილეთ ექიმთან ყველა უკუჩვენება. თუ ეწევით – ნებისმიერ შემთხვევაში მოწევას თავი უნდა დაანებოთ!

არ გადაწიოთ თავი

2-3 წუთზე მეტი დროით თავი უკან არასდროს გადაწიოთ. ამ დროს ხერხემლის არტერიები იკეტება და თავის ტვინს სისხლი კარგად აღარ მიეწოდება. ეს სალონში თავის დაბანის დროსაც გახსოვდეთ და მაშინაც როდესაც სალონში რამდენიმე წუთით თავგადაწეულად ჯდომას გთხოვენ სარებავის შეწოვამდე.

ზოგერთ შემთხვევაში ტვინში სისხლის მიწოდება შეიძლება ფეიერვერკის დროსაც მოხდეს ან თუ ბაღში მუშაობისას დიდ ხანს იყურებით მაღლა.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე – ამაზე თქვენი სიცოცხლეა დამოკიდებული

ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში ქრონიკული სტრესია, რომელსაც წნევის აწევამდე მივყავართ. თუ მუდმივად გაღიზიანებული დ გაბრაზებული ხართ და ოჯახის წევრებთან ან სამსახურში პრობლემებს ყვირილით არკვევთ – ეს ინსულტის რისკს ზრდის.

ქრონიკული სტრესი ასუსტებს ორგანიზმს , ახდენს ანთებითი პროცესების პროვოცირებას და სტრესის ჰორმონის კორტიზოლის მომატებულ სეკრეციას, ეს ყველაფერი კი უჯრედებს აზიანებს. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი სულიერი, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მიმართ!!!

Facebook კომენტარები
Exit mobile version