vap.ge

ჰერპესის გაქრობის ყველაზე იაფი და მარტივი რეცეფტები

ჰერპესის გაქრობის ყველაზე იაფი და მარტივი რეცეფტები

ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ ის მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ვლინდება მხოლოდ რამოდენიმე თვეში ერთხელ, მაინც ბევრი უსიამოვნება მოაქვს ადამიანისთვის.

ამ ინფექციის მთავარი თვისებაა-დამახასიათებელი გამონაყარი ტუჩზე (და არა მხოლოდ ტუჩზე), რომელიც არა მხოლოდ ქავილის იწვევს, საშინლადაც გამოიყურება.

ჰერპესის გადადება ნერწყვის მეშვეობით ხდება და ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მძიმედაც მიმდინარეობს პირის ღრუში წყლულების განვითარებითა და დისფაგიით (ტკივილი ყლაპვის დროს).

აგრეთვე შესაძლებელია შევხვდეთ შემდეგ სიმპტომებსაც: ცხელება, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები, ცუდი სუნი პირის ღრუში, მადის და ენერგიის დაქვეითება.

ინფიცირების შემდგომ ვირუსი რჩება ორგანიზმში და შესაძლებელია გამოიწვიოს ჰერპესისთვის დამახასიათებელი გამონაყარი ნებისმიერ დროს.

გთავაზობთ 5 ხალხურ მეთოდს რომელიც დაგეხმრებათ გაუმკლავდეთ ამ უსიამოვნო პროცესს:

1. ალოე

ეს ყველაზე მარტივი მეთოდია. ალოეს წვენი შესანიშნავი დახმარებაა ჰერპესის წინააღმდეგ. დაასველეთ მტკივნეული ადგილი ყოველ ორ საათში ან დაიდეთ ზედ მოტეხილი ფოთოლი.

2. რძე

დაასველეთ ბამბა 1, 5 % ცხიმიანობის მქონე რძეში და დაიმუშავეთ ჰერპესით დაზიანებული მონაკვეთი. არ ჩამოიბანოთ წყლით მანამდე, სანამ არ გაშრება. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ 2-3 საათში.

3. წყალბადის ზეჟანგი

თუ ტუჩზე უკვე მოასწრეს გამოსვლა ბუშტუკებმა, მაშინ უმჯობესია ის მოწვათ წყალბადის ზეჟანგით. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველ 2-3 საათში მანამ, სანამ სახე სრულად არ გაიწმინდება.

4. ნიორი

გაატარეთ ერთი კბილი ნიორი ნივრის საჭყლეტში და მიღებული ფაფა დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს მეთოდი მხოლოდ სახლში მკურნალობისასთვის გამოდგება (სუნის გამო), მაგრამ ძალიან ეფექტურია!

5. პიტნის ეთერზეთი

ამ მეთოდის გამოყენება სახლიდან გამოსვლის დროსაც შეიძლება. იმიტომ, რომ პიტნის ზეთს სასიამოვნო არომატი აქვს. დღეში სამჯერ დაიდეთ ზეთი კანის დაზიანებულ მონაკვეთზე.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version