vap.ge

გაიგეთ რა სასარგებლო თვისებები აქვს სტაფილოს და რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენი ორგანიზმისთვის

სტაფილო მეტად სასარგებლო ბოსტნეულია. მისი მიღება კარგია ანემიის, ბრონქიტის, ზოგიერთი კანის დაავადების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ტუბერკულოზის, ასთმის, გასტრიტის, დაბალი მჟავიანობის, პანკრეასის, თირკმელებისა და ბევრი სხვა სისტემური დაავადებების დროს.
სტაფილო გამოირჩევა კაროტინის მაღალი შემცველობით. სავსებით საკმარისია დღეში 100-150 გრ სტაფილოს მიღება. კაროტინი ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. A ვიტამინის (ზრდის ვიტამინი) ნაკლებობა ბავშვებში იწვევს ზრდის შეჩერებას. ეს ვიტამინი ასევე აუცილებელია ჯანმრთელი კანის და მხედველობისთვის. ამ მხრივ, სტაფილო და მისი წვენი ძალიან სასარგებლოა. 100 გრამი ნატურალური წვენი 7,2 მგ კაროტინს შეიცავს.

სტაფილო მდიდარია B ვიტამინებით, ნიკოტინმჟავით, ფოლიუმის მჟავით და ვიტამინ D-თი.
სტაფილოს წვენი ხსნის დაღლილობას, წინაამღდეგობას უწევს ტოქსინების მოქმედებას, აუმჯობესებს მადას, ამაგრებს თმას და ფრჩხილებს.

სტაფილოს გადამეტებული რაოდენობით მიღება იწვევს ძილიანობას, მოთენთილობას, გულის რევის შეგრძნებას, თავის ტკივილს და სხვა.

დალიეთ დღეში 1 ჭიქა სტაფილოს წვენი. ის:

წარმოგიდგენთ სტაფილოს შემცველობას 100 გრ პროდუქტზე:

  1. წყალი 88 გ.
  2. ცილა3 გ.
  3. ცხიმი1 გ.
  4. ნახშირწყლები3 გ.
  5. ბოჭკოვანი2 გ.
  6. სახამებელი2 გ.
  7. პექტინები6 გ.
  8. ორგანული მჟავები 25 გ.
  9. კალიუმი 200 მგ.
  10. კალციუმი 51 მგ.
  11. მაგნიუმი 38 მგ.
  12. ნატრიუმი 21 მგ.
  13. ფოსფორი 55 მგ.
  14. რკინა 700 მგ.
  15. იოდი 5 მგ.
  16. კობალტი 2 მგ.
  17. მანგანუმი 200 მგ.
  18. სპილენძი 80 მგ.
  19. მოლიბდენი 20 მკგ.
  20. ფტორი 55 მგ.
  21. თუთია, 400 მგ.
  22. ვიტამინი B-კაროტინი 9 მგ.
  23. ვიტამინი E (tocopherol) 0.63 მგ.
  24. ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) 5 მგ.
  25. ვიტამინი B1 (thiamine) 0.06 მგ.
  26. ვიტამინი B2 (riboflavin) 0.07 მგ.
  27. ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) 9 მგ.
  28. ვიტამინი PP (niacin) 1 მგ.
  29. კალორია – 27კალორია.

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version