vap.ge

როგორ დავაღწიოთ თავი ქერტლს სახლის პირობებში. ეს არის მკურნალობის ძალიან მარტივი და იაფი მეთოდები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. 

როგორ დავაღწიოთ თავი ქერტლს სახლის პირობებში. ეს არის მკურნალობის ძალიან მარტივი და იაფი მეთოდები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. 

ქერტლი თავის კანის ცხიმიანობის მიხედვით არის მშრალი და ცხიმიანი. ცხიმოვანი ქერტლი ვითარდება კანის მომატებული ცხიმიანობისას; მშრალი ქერტლი ვითრდება კანის სიმშრალისას და ახლავს ქავილი, ქერტლი ასუსტებს თმის ძირებს და თმა იწყებს ცვენას. მისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია სოკო - Pityrosporum Ovale, რომელიც ყველა ადამიანის თავის კანზეა, მაგრამ გამრავლებას იწყებს მაშინ, როცა ხელსაყრელი პირობები შეექმნება, მაგ თავის კანის მომატებული ცხიმიანობისას.

სხვა მიზეზები: ნერვული გადაძაბვა, ჰორმონალური დარღვევევი, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, არასწორი კვება, A და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, კანის გამოშრობა, თმის არასწორი მოვლა. ქერტლი ადვილად გადაედება, ამიტომ საჭიროა ინდივიდუალური სავარცხელი.

ზოგადი მითითება ასეთია: კვებიდან უნდა გამოირიცხოს მწარე, მარილიანი, შემწვარი, ცხიმიანი, ალერგიული საკვები, ალკოჰოლი, ტკბილეული;

საჭიროა საკვები რაციონის გამდიდრება ხილით, ბოსტნეულით, რძემჟავა პროდუქტებით, ნაკლებცხიმიანი თევზით, ხორცით, ვიტამინებით A, B, E, C, თუთიით, კალციუმით, რკინით.
ქერტლის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ინდივიდუალური მიდგომით.

საშინაო სამკურნალო მეთოდები:

Ვაშლის ძმარი:

შეურიეთ თანაბარი როდენობით ვაშლის ძმარი და თბილი წყალი. გადაივლეთ ნარევი მშრალ თმაზე, დარწმუნდით, რომ სკალპი მთლიანად დაასველეთ. შეიზილეთ ნარევი ძირებში კარგად რამდენიმე წუთის განმავლობაში. შემდეგ  ჩამოიბანეთ წყლით.

ცერეცოს  თესლი

ამის შემადგენლობაში შემავალი საკვები ნივთიერებები ხელს უწყობს თმის ჯანმრთელ ზრდას და ათავისუფლებს ქერტლს. ჩაყარეთ წყალში 2 სუფრის კოვზი გარეცხილი ცერეცოს თესლი. გადაივლეთ თმაზე  და გაიჩერეთ 45 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნით.

საცხობი სოდა:

აურიეთ 1 სუფრის კოვზი სოდა და 1 ჭიქა წყალი. გადაივლეთ თმაზე და შემდეგ დაიბანეთ შამპუნით. რამდენიმე დღეში გაუმჯობესება იქნება.

ქერტლი ძალიან გავრცელებული პრობლემაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასთან ერთად უნდა იცხოვროთ.

სცადეთ ეს ბუნებრივი საშუალებები. მათი დახმარებით შეგიძლიათ მოიცილოთ ძირებიდან ქერტლი და გააუმჯობესოთ თქვენი თმის საერთო მდგომარეობა.

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version