vap.ge

უგემრიელესი ხრაშუნა ნაპოლეონი

ინგრედიენტები

მომზადების წესებ

ფქვილს დაამატეთ მარილი და კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი. აურიეთ სანამ ქვიშისებურ მასას არ მიიღებთ. დაამატეთ წყალში გახსნილი ძმარი. კარგად აურიეთ, გაახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი. გააბრტყელეთ ფქვილიან მაგიდაზე და გადაკეცეთ 4 ნაწილად, შეაბრუნეთ მაცივარში 1 საათით.

გაციებული ცომი 8-9 ნაწილად გაყავით. რომელი ცომიც ჯერ არ გჭირდებათ, მაცივარში შეაბრუნეთ. თითო ნაწილი გააბრტყელეთ ძალიან თხლად, რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ და გამოაცხეთ 200 გრადუსზე შეწითლებამდე. გააცივეთ ბოლომდე.

კრემისთვის დარბილებული კარაქი კარგად ათქვიფეთ და შეათქვიფეთ შესქელებული რძე. თითოეულ ფენას კრემის ძალიან თხელი ფენა წაუსვით. ფენებს წინასწარ უსწორმასწორო ნაპირები ჩამოაჭერით, დაფხვენით და ტორტს ზემოდან მოაყარეთ. რამდენიმე საათით მაცივარში გააჩერეთ.

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version