vap.ge

როგორ მოვამზადოთ სამკურნალო ნაზავი თაფლისა და გოგრის კომბინაციით?!

როგორ მოვამზადოთ სამკურნალო ნაზავი თაფლისა და გოგრის კომბინაციით?!

გოგრა, ოქროსფერი ნაყოფი 5-6% შაქარს შეიცავს. მასში შედის სახამებელი, კაროტინი, C, E, B1, B2 და PP ვიტამინები, უჯრედისი, პექტინის ნივთიერება, ორგანული მჟავები, კალციუმის მარილები, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, ასევე სხვადასხვა მიკრო და მაკროელემენტები. ხანდაზმული ადამიანებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, ადამიანი რაც უფრო ასაკოვანია, გოგრა მით უფრო მეტად სჭირდება.

გოგრა თაფლთან ერთად ჰეპატიტის საწინააღმდეგოდ:

თუ ღვიძლზე ჰეპატიტი ან ძლიერი სამკურნალო ზემოქმედება გადაიტანეთ, ექიმთან კონსულტანციის შემდეგ მკურნალობა შემდეგ რეცეპტით სცადეთ.

  1. ვიღებთ დიდი ზომის გოგრას (დაახ. 9 კგ), ვასუფთავებთ კანისგან და ვატარებთ ხორცსაკეპში ან ვაბლენდერებთ თავის გულთან და თესლთან ერთად. მიღებულ ფაფისებრ მასა ვუმატებთ 5 კილოგრამ ნატურალურ თაფლს და კარგად ვურევთ.
  2. მზა ნარევი უნდა დავაყოვნოთ 10 დღე-ღამით, შემდეგ კი რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლის ან დოლბანდის დახმარებით ვწურავთ ბოლომდე. მარლაზე დარჩენილი რბილობი შეგიძლიათ გადააგდოთ
  3. გამოწურული მასა მიიღეთ 50 გრამის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გოგრის თესლი თაფლთან ერთად პროსტატიტის დროს:

ამ მარტივი რეცეპტით ბევრი მამაკაცი პროსტატიტს მოიშორებს. 0,5 კგ გასუფთავებული, შეუმწვარი გოგრის თესლი(მწვანე კანი მოაშორეთ) ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და 1 ჭიქა თაფლი კარგად აურიეთ.

ნარევიდან კანფეტის ბურთები გააკეთეთ (თითოეული ნიგოზზე ოდნავ მცირე ზომის) და მაცივარში შეინახეთ. ყოველდღე 1 ბურთი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მოწუწნეთ. ასე ბურთების დასრულებამდე გააგრძელეთ. კურსი – წელიწადში ერთხელ.

 იმუნიტეტის გასაძლიერებლად:

მაღალი იმუნიტეტისთვის სამკურნალო ბალზამის მიღებას გირჩევთ. საშუალო ზომის, სუფთა გოგრა ზემოდან ცენტრში მსხვილად ამოჭერით, შიგნეულისგან კარგად გაწმინდეთ და ცოტა ხნით გასაშრობად გააჩერეთ.

თესლი გაასუფთავეთ და ასევე გააშრეთ. ამის შემდეგ გასუფთავებული გოგრის შიგნით 100 მლ ღვინო და ხარისხიანი არაყი ჩაასხით, ხმელი თესლი, ცოტა შავი წიწაკა და მიხაკი (სანელებელი) დაუმატეთ, მოჭრილი თავსახური დააფარეთ და 7 დღე გრილ ადგილას (მაცივარში არა) შეინახეთ.

როცა დრო გავა, ნაყენი გადაწურეთ, მინის ჭურჭელში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ. უფროსებმა და ბავშვებმა უზმოზე 20 მლ დალიეთ. კურსი განაგრძეთ ნაყენის დასრულებამდე. რეკომენდებულია წელიწადში მხოლოდ ორჯერ ამ კურსის ჩატარება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version