vap.ge

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი და აღვიდგინოთ მისი მუშაობა სახლის პირობებში?

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი და აღვიდგინოთ მისი მუშაობა სახლის პირობებში?

ღვიძლს ორგანიზმის უდიდეს ბიოქიმიურ ლაბორატორიას უწოდებენ. იგი ყველაზე დიდი ჯირკვალია, მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა ნაწილში მდებარეობს და დიაფრაგმას, მუცლის კედელს, კუჭსა და ნაწლავებს იოგებით ემაგრება, ხოლო გარედან თხელი ფიბროზული გარსი - კაფსულა ფარავს.

ეს რბილი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი მოწითალო-მოყავისფრო ორგანო 4 წილისგან შედგება. მამაკაცის ღვიძლი 1,5 კგ-ს იწონის, ხოლო ქალისა - 1,2 კგ-ს.

ფუნქციები

ღვიძლი უამრავ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციას ასრულებს, რომლებიც ორ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

1. საკვები ნივთიერებების სინთეზი და მათი შენახვა-აკუმულირება;

2. ორგანიზმისთვის უვარგისი ნივთიერებების დაშლა-მონელება.

ღვიძლი მონაწილეობს საჭმლის, კერძოდ, ცხიმების მონელებაში - გამოიმუშავებს ნაღვლის მჟავებს, რომლებიც ცხიმების ემულგირებას ახდენენ, რითაც აადვილებენ კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებით მათ დამუშავებას.

ღვიძლის ქსოვილში ბევრი ვიტამინი, რკინა და გლიკოგენია აკუმულირებული (ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც დიდი ენერგეტიკული დანაკარგების დროს იოლად გარდაიქმნებიან ადვილად ასათვისებელ ენერგომატარებლად - გლუკოზად).

სქელი სისხლძარღვოვანი ქსელი ღვიძლს საშუალებას აძლევს, სისხლის ერთგვარი რეზერვუარის როლიც შეასრულოს (მასში მუდმივად არის 0,5 ლ სისხლი) და ამ გზით მონაწილეობა მიიღოს სისხლის მოცულობის რეგულაციაში.

დიდია ღვიძლის როლი ვიტამინების ცვლაშიც, განსაკუთრებით - ცხიმში ხსნადი A, D, E და K ვიტამინებისა, რომლებიც ნაწლავებში ნაღვლის მონაწილეობით შეიწოვება.

ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ რევეფტზე, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. პიტნა გარეცხეთ, დაასხით წყალი დადგით საშუალო ცეცხლზე.
  2. დუღილის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ მოაშორეთ მასა ცეცხლს და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე.
  3. როდესაც პიტნის ნახარში გაგრილდება, დაუმატეთ მას თაფლი, ორი ლიმონისა და ერთი ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენი.
  4. კარგი იქნება, თუ სასმელში 0.5 ჩ.კ. ლიმონის გახეხილ ცედრასაც დაამატებთ.
  5. მომზადებული სასმელი შეინახეთ მაცივარში.

მიირთვით ის დღეში ერთი ჩაის ჭიქის ოდენობით. კურსის ხანგრძლივობა – 3 დღე. ულუფა, რომელსაც ინგრედიენტების ამ რაოდენობისგან მიიღებთ, გეყოფათ მთელი კურსისთვის.

Facebook კომენტარები
Exit mobile version