vap.ge

როგორ ვუმკურნალოთ ვენებს? ხალხური მეთოდები, რომელიც ბევრის თქმით ძალიან ეფექტურია!

როგორ ვუმკურნალოთ ვენებს? ხალხური მეთოდები, რომელიც ბევრის თქმით ძალიან ეფექტურია!

მკითხველმა ხალხური საშუალებებით ვენების მკურნალობის რეცეპტები გაგვიზიარა, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადა. “მეორე მშობიარობის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩემი ქათქათა და მოხდენილი ფეხები ჩალურჯებულმა, დაბერილმა ვენებმა დაფარა. გადავწყვიტე, ხალხური მეთოდებით მემკურნალა. უამრავი რეცეპტი მოვიძიე, ყველა მათგანი შევათანხმე ექიმებთან და დავიწყე მკურნალობა. შედეგით გაოცებული დავრჩი და მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ”, – გვწერს მკითხველი.

ცხენისწაბლას ნაყენი

აიღეთ 1 სუფრის კოვზი ცხენისწაბლას ყვავილი და ნაყოფი, კარგად დააქუცმაცეთ, დაასხით 100 მლ არაყი, დადგით გრილ, ბნელ ადგილას ერთი კვირით, დროდადრო შეაჯანჯღარეთ. მიიღეთ 30 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამამდე, მიაყოლეთ წყალი.

თხილის ფოთლების ნახარში

აიღეთ 1 სუფრის კოვზი თხილის ხმელი ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ჩაისავით და სვით 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

კალანჰოეს ნაყენი

აიღეთ ნახევარლიტრიანი ბოთლი, სანახევროდ აავსეთ კალანჰოეს დაქუცმაცებული ფოთლებით, შეავსეთ სპირტით ან არყით, ერთი კვირით ბნელ და გრილ ადგილას დადგით, დროდადრო შეანჯღრიეთ. საღამოობით ამ ნაყენით დაიზილეთ ფეხები ტერფებიდან თეძოებამდე. ტკივილი მალე გაივლის, მაგრამ სისხლძარღვოვანი ბადის გასაქრობად 3-4 თვე დაგჭირდებათ.

ბერულას აბაზანები

ვარიკოზით დაზიანებული ფეხებისთვის არაჩვეულებრივია ბერულას თბილი ნაყენის აბაზანები: თასში ჩაყარეთ 200 გ ხმელი ბალახი, დაასხით ანადუღარი წყალი, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ. თბილ ნაყენში ჩაყავით ფეხები და ნახევარი საათით გააჩერეთ, თან დროდადრო ჩაამატეთ ცხელი წყალი, რომ არ გაგრილდეს. ეს პროცედურა სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებულებისთვისაც, რადგან ამცირებს არტერიულ წნევას.

ავშანი

აიღეთ ერთი პეშვი ქორფა ცხარე ავშანი, დააქუცმაცეთ და შეურიეთ 0,5 ლიტრი მაწონი. ნარევი წაუსვით დოლბანდზე ან რბილ ნაჭერზე და დაიდეთ ფეხებზე, განსაკუთრებით – იმ ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტად არის გამობერილი ვენები. ფეხები შეაწყვეთ ბალიშზე და დაიფარეთ ცელოფანი. ნახევარი საათის შემდეგ მოიხსენით.

სვია

ერთი სუფრის კოვზი სვიის მარცვალი დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჭიქა ანადუღარი წყალი, 15 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში. გაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. გაგანიერებულ ვენებზე დაიდეთ სვიის ნახარშში დასველებული დოლბანდი.

აუცილებლად სანახავი: ლიმონიანი წყლის დილით დალევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

Facebook კომენტარები
Exit mobile version