vap.ge

ფარისებრ ჯირკვალში კვანძები გაგიჩნდათ? ჩვენ მათი მკურნალობის ნატურალურ გზებს გთავაზობთ

ფარისებრ ჯირკვალში კვანძები გაგიჩნდათ? ჩვენ მათი მკურნალობის ნატურალურ გზებს გთავაზობთ

ფარისებრი ჯირკვალი პასუხს აგებს იმ ჰორმონების გამომუშავებასა და გამოყოფაზე, რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის განვითარების დონეს.არის შემთხვევები, როდესაც ფარისებრ ჯირკვალში ვითარდება პატარა კვანძები. ისინი არსებობს როგორც მყარი, ისე თხევადი სახით და თუ ადამიანი დროულად არ იმკურნალებს, გარდაიქმნება სიმსივნურ კვანძებად.

შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, მაგრამ ამის შესახებ არ იცოდეს, რადგან ამ დაავადებას სიმპტომები არ აქვს. თუმცა, თუ ისინი დიდი ზომისაა, შესაძლოა, თვალით შესამჩნევი გახდეს და ადამიანს ყლაპვა გაუჭირდეს. არსებობს მკურნალობის ქიმიური და ნატურალური პროცესები. ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის მკურნალობის ნატურალურ გზებს.

შეამცირეთ შაქრისა და გადამუშავებული საკვების მიღება: შაქარსა და გადამუშავებულ საკვებში არსებული ქიმიური ნივთიერებები ხელს უწყობს ანთებითი პროცესის წარმოქმნას.

თავი აარიდეთ მშრალი და შემწვარი საკვების მიღებას: ორივე მათგანი იწვევს ანთებით პროცესს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ლორწოს გამოყოფას. ვისაც ფარისებრი ჯირკვლის კვანძები აქვს, იმ ყველაფრის მიღება უნდა აკრძალოს, რაც ორგანიზმში ლორწოს გამოყოფას იწვევს.

მიიღეთ იოდით მდიდარი საკვები: იოდის ნაკლებობა ფარისებრ ჯირკვალში კვანძების გაჩენის ყველაზე დიდი მიზეზია. მიიღეთ ბევრი კარტოფილი, ზღვის ბოსტნეული, კრევეტები, მოლუსკები, თევზი, გამომშრალი ხილი, ინდაურის გულ-მკერდი, ბანანი და მარწყვი.

მიიღეთ დიდი რაოდენობის ციტრუსოვანი ხილი: ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი, გრეიპფრუტი და სხვა ციტრუსოვანი ხილი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის კვანძები აწუხებს, რადგან ისინი ხელს უშლიან ორგანიზმში ლორწოს გამოყოფას. ამასთანავე, ეს ხილი სავსეა C ვიტამინით, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს და ხელს უშლის სიმსივნის წარმოქმნას.

შეამცირეთ ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი სასმელების მიღება: ალკოჰოლის ზედმეტმა დოზამ შესაძლოა, გამოიწვიოს კვანძების წარმოქმნა. ასევე, ნაკლებად მიიღეთ ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები და სხვ.

დალიეთ კოჭას ან მცენარეული ჩაი: ყავისა და ჩაის მიღება ჩაანაცვლეთ კოჭას ჩაის ნაყენით. თუ ფარისებრი ჯირკვლის კვანძები გაწუხებთ, ის შეამცირებს ანთებით პროცესს. მცენარეული ჩაის მიღებაც ძალიან კარგია, რადგან ის არ შეიცავს კოფეინს.

მიიღეთ ბენტონიტის თიხა: 1 ჩ/კ ბენტონიტის თიხა გახსენით წყალში და დალიეთ, ის დაშლის ტოქსინებს, რომლებიც ხელს უწყობს კვანძების წარმოქმნას. ასევე, ზოგიერთი ადამიანი, ყელზე, ბენტონიტის საფენებსაც იკეთებს.

მიიღეთ ჟენშენი: ჟენშენი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან ანთებით პროცესს, ამიტომ მისი მიღება, ყოველდღიურად, კაფსულის ან ექსტრაქტის სახით, ძალიან სასარგებლოა.

ებრძოლეთ სტრესს: რადგანაც ფარისებრი ჯირკვლის კვანძები იწვევს ნევროზსა და გულისცემის აჩქარებას, ამ დაავადების მქონე ადამიანებმა, მაქსიმალურად უნდა აიცილონ თავიდან სტრესი. დაკავდით იოგათი, გაიკეთეთ მასაჟი, მიიღეთ დამამშვიდებელი აბაზანა, მოუსმინეთ მუსიკა და გაიჩინეთ რაიმე საინტერესო ჰობი.

აუცილებლად სანახავი: ლიმონიანი წყლის დილით დალევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

Facebook კომენტარები
Exit mobile version