vap.ge

უნიკალური რეცეპტი წინაპრებისგან: ეს პროდუქტი ენერგიას ათასჯერ მოგმატებთ !

უნიკალური რეცეპტი წინაპრებისგან: ეს პროდუქტი ენერგიას ათასჯერ მოგმატებთ !

კაკლის თვისებები ჯერ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი, თუმცა ხალხურ მედიცინაში მას „სიცოცხლის ხედ“ მოიხსენიებენ და მრავალი დაავადების სამკურნალოდაც იყენებენ.

კაკალში არის კაროტინი, C ვიტამინი,რომელიც ყველაზე მეტი არის უმწიფარი ნაყოფის ნაყოფედში (3%–მდე), B, E და E1 ჯგუფის ვიტამინები, რკინისა და კობალტის მარილები. C ვიტამინის რაოდენობით უმწიფარი ნაყოფი არ ჩამოუვარდება შავ მოცხარს და ასკილის ნაყოფს, ამიტომაც მათგან ამზადებენ ვიტამინურ კონცენტრატებს.

ძველად სჯეროდათ, რომ ადამიანის ტვინის მსგავსი ფორმის კაკალი შველოდა თავის ტკივილს, ასაზრდოებდა გონებას. თანამედროვე მეცნიერებაც ამას ადასტურებს. განსაჯეთ: A, B1, B2, E, PP, C ვიტამინები, კობალტი, რკინა, თუთია, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი – ეს ხომ ნაჭუჭში მოქცეული მთელი აფთიაქია.

კაკალი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, მისი რეგულარულად მოხმარება თქვენს ენერგიას ათასჯერ გაზრდის, ქვემოთ მოყვანილი რეცეპტით ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან გაწმენდთ, დაბერების პროცესს შეანელებთ.

როგორ მოვამზადოთ: 1 კგ.კაკალი ქილაში ჩაყარეთ და ცივი წყალი დასხით. წყალმა კაკალი უნდა დაფაროს. დადგით ფანჯრის რაფაზე 14 დღის განმავლობაში. წყლის შეცვლა ყოველ დღე არ დაგავიწყდეთ. კარგად მოურიეთ დილით და საღამოს. 2 კვირაში უკვე მისი გამოყენება შეიძლება. დამზადებული კაკალი მაცივარში შეინახეთ.

სამკურნალო ეფექტისათვის გირჩევთ დღეში 2-3 კაკალი მიიღოთ.

აუცილებლად სანახავი: გაიწმინდეთ ნაწლავები სახლის პირობებში ამ ნატურალური რეცეპტების დახმარებით, ეს ყველას სჭირდება.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version