vap.ge

3 ნატურალური ინგრედიენტი კბილის ქვის მოსაშორებლად! ეფექტურია…

3 ნატურალური ინგრედიენტი კბილის ქვის მოსაშორებლად! ეფექტურია…

კბილის ქვა ის საკითხია, რომელზეც ბევრ ადამიანს არ უყვარს საუბარი. თუმცა ის თითქმის ყველას გვაქვს. კბილის ქვა ღრძილებსაც აზიანებს და შეიძლება ისეთი სერიოზული დაავადებაც გამოიწვიოს, როგორიცაა პაროდონტიტი.

როგორ ავიცილოთ კბილის ქვა?

აი გარკვეული მიზეზები რაც კბილის ქვას იწვევს: კბილების არარეგულარული წმენდა – კბილები დღეში ორჯერ უნდა გაიწმინდოთ;

ცუდი დიეტა –დიეტა, რომელიც შეიცავს ბევრ შაქარს ანგრევს თქვენს კბილებს. ნატურალური საკვები, ბევრი ხილი და ბოსტნეული, ვაშლი, სტაფილო, კიტრი კი კბილის ქვას მოგაშორებთ;

კბილის ძაფით გაწმენდის არარსებობა –კბილების ძაფით წმენდას შეუძლია კბილებს შუა მოგაშოროთ ნადები;

სტომატოლოგთან იშვიათად სიარული –კბილის ქვის მოშორება დროსთან ერთად უფრო რთულდება, საბოლოოდ კი სტომატოლოგის მეტი ვერავინ დაგეხმარებათ.

როგორ ვებრძოლოთ კბილის ქვას სახლის პირობებში

ვაშლის ძმარი

თქვენი კბილის ჯაგრისი ვაშლის ძმარში ჩაასველეთ, შემდეგ ჩვეულებრივად გამოიწმინდეთ კბილები და წყალი გამოივლეთ. ეს საშუალება კვირაში 1-2-ჯერ გაიმეორეთ.

ხილი

წითელი ხილი, როგორებიცაა მარწყვი და პომიდორი შეიზილეთ კბილებზე. მათი წვენი გაიჩერეთ 5 წუთით, პირი კი გამოივლეთ თბილი წყლისა და საცხობი სოდის ნარევით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონი და ფორთოხალი.

საცხობი სოდა

კბილის პასტის ნაცვლად, საცხობი სოდა ცოტაოდენ მარილს შეურიეთ. ამგვარად კბილები გაიწმინდეთ. ასევე გააკეთეთ მსგავსი პირის სავლები: ½ ჭიქა წყალი; 2 ჩ/კ საცხობი სოდა; 2 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთის; 2 წვეთი პიტნის ეთერზეთის

აურიეთ ეს ინგრედიენტები და ყოველდღე 1-2-ჯერ გამოიყენეთ. ეთერზეთები ეფექტურია კბილის ქვის წინააღმდეგ.

აუცილებლად სანახავი: გაიწმინდეთ ნაწლავები სახლის პირობებში ამ ნატურალური რეცეპტების დახმარებით, ეს ყველას სჭირდება.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version