- უცხიმო ხაჭო აძლიერებს გულს. იგი კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის წყაროა. მიიღეთ ყოველდღიურად 100 გრამი ხაჭო.
- წითელი ტკბილი წიწაკა C ვიტამინის საბადოა. ჰიპერტონიკებმა რეგულარულად უნდა მიიღონ. უმჯობესია, დღეში 2 ცალი.
- ორაგული ორგანიზმს ომეგა-3-ითა და სასარგებლო ცხიმებით ამარაგებს. მიიღეთ კვირაში სამჯერ 100-150 გრამი.
- შვრიის ფაფა ჰიპერტონიკის მენიუში ყოველ დილით უნდა იყოს. ის მდიდარია სელენითა და უჯრედისით.
- გოგრის თესლი დაგიცავთ ინფარქტისგან, აგინაზღაურებთ თუთიის დეფიციტს. მიიღეთ დღეში 20 გრამი.
- კაკაო აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას, თუმცა საკმაოდ კალორიულია. მიიღეთ კვირაში 1-2 ფინჯანი.
- უცხიმო რძე კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმისა და ვიტამინების წყაროა. სვით ყოველდღე.
- ნუში აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. მდიდარია E ვიტამინით, კალიუმითა და მაგნიუმით.
- მწვანე ჩაი შლის ქოლესტინის საცობებს. იაპონიაში, სადაც მწვანე ჩაის რეგულარულად მიირთმევენ, თითქმის არ ავადმყოფობენ ჰიპერტონიით.
- შავი შოკოლადი ამაგრებს გულის კუნთს. შეიცავს ანტიოქსიდანტებს.
Facebook კომენტარები