vap.ge

ჯანმრთელობისთვის რა სასარგებლო თვისებები აქვს გოგრას

დავიწყოთ იქედან, რომ გოგრა ყველაზე დიდი ბოსტნეულია. ნარინჯისფერი ნაყოფი ხანდახან 400 კგ-მდეც აღწევს. გოგრა გამოიყენება როგორც კულინარიაში, ასევე სამკურნალოდაც.
ნარინჯისფერი რბილობისგან უამრავი კერძის მომზადება შეგიძლიათ: გოგრის ფაფა, გოგრის წვნიანი, ბლინები, მურაბა, ათასნაირი გარნირი ხორცთან და ფხალიც კი.


უძველესი დროიდან გოგრას უამრავი მიზნისთვის იყენებდნენ. ინდოეთში გათხრების დროს აღმოაჩინეს უძველესი გოგრის თესლი. ჯერ კიდევ მაშინ შეაფასეს ადამიანებმა გოგრის სასარგებლო თვისებები. ძველ საბრძნეთსა და რომში ამ ბაღჩეულს ჭურჭლადაც იყენებდნენ.
დღეს გოგრამ დაკარგა პოპულარობა. ის ბევრად უგემურმა და სარგებლობას მოკლებულმა კონკურენტებმა შეავიწროვეს. თუმცა უკანასკნელ ხანებში ბევრმა ნახევარფაბრიკატებს, ფასტ-ფუდებს და ნატურალური პროდუქტის ქიმიურ შემცვლელებს კვლავ ბუნებრივი და ჯანსაღი საკვები ამჯობინეს.ნელ-ნელა ისევ აქტუალური ხდება ბუნებრივი საკვების მოხმარება. გოგრა არა მარტო ჯანმრთელი საკვები პროდუქტია, არამედ ფორმის შესანარჩუნებელი საუკეთესო საშუალებაცაა.


ეს ნარინჯისფერი ბაღჩეული შეიცავს დიდი რაოდენობით კალცს, მაგნიუმს, რკინას, შაქარს, ასევე ვიტამინებს C, B, PP, B2, ცილებს, რა თქმა უნდა, კაროტინს და ძალიან იშვიათ ვიტამინ T-ს, რომელიც ანეიტრალებს მძიმე საკვებს.

ამიტომაც გოგრას ხშირად მიირთმევენ გარნირად ღორის, ძროხის და სხვა ცხიმიან ხორცთან. გოგრაში შემავალი E ვიტამინი კი უბრალოდ მონაპოვარია მათთვის, ვისაც სურს, მუდამ ახალგაზრდულად და მომხიბვლელად გამოიყურებოდეს - ის აფერხებს დაბერების პროცესს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.

გოგრის გასაკაჟებელ თვისებას უზრუნველყოფს კაროტინი, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს, იცავს სხვადასხვა ვირუსისგან და ბაქტერიისგან, ასევე ამცირებს კიბოს უჯრედების გაჩენის რისკს. PP ვიტამინებს ორგანიზმიდან წიდები, ტოქსინები და ქოლესტერინი გამოაქვს. რკინის მაღალი შემცველობა კი კანის ბუნებრივ ფერსა და სიჯანსაღეზე ზრუნავს.

ჯადოსნური ნარინჯისფერი რბილობის გარდა, გოგრას თესლიც აქვს, რომელსაც ასევე საოცარი სამკურნალო თვისებები აქვს. ალბათ ყველას ეცოდინება ბებიების რეცეპტი, რომელიც ორგანიზმიდან ჭიებს გამოდევნის. დიახ! გოგრის თესლი შეუცვლელია ნაწლავური თერაპიისთვის. მიირთვით დღეში 20-30 ცალი გოგრის თესლი და პარაზიტები აღარ დაგემუქრებიან.

მამაკაცებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა გოგრის წვენი, ის ძლიერ სქესს მუდამ ტონუსში ამყოფებს და შეუდარებელ სექსუალურ ჯანმრთელობასაც შესძენს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გოგრას არა მარტო არაჩვეულებრივი საკვები თვისებები აქვს, მას კოსმეტიკაშიც არანაკლებ ეფექტურად იყენებენ - გოგრას შეიცავს სახის სხვადასხვა კრემი, ნიღაბი, ლოსიონი თუ მატონიზირებელი სითხე. ბაღჩეულის უმი რბილობისგან სახლის პირობებში მკვებავი ნიღბების გაკეთებაცაა შესაძლებელი.

შეიტანეთ ნარინჯისფერი საოცრება თქვენს ყოველდღიურ რაციონში და მუდამ ჯანმრთელნი და მომხიბვლელები იქნებით.

Facebook კომენტარები
Exit mobile version