vap.ge

კამბუჩას (ჩაის სოკოს) მაგია – როგორ შეიძლება კამბუჩა დაეხმაროს ადამიანის ჯანმრთელობას?

კამბუჩას (ჩაის სოკოს) მაგია - როგორ შეიძლება კამბუჩა დაეხმაროს ადამიანის ჯანმრთელობას?

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც ჩემს მეგობართან მივდიოდი, ყოველთვის ვხედავდი ფანჯრის რაფაზე ერთ ქილას. ძალიან დავინტერესედი რა იდო მასში.

ახლა განგიმარტავთ რა არის კამბუჯა და სარგებლის მოტანა შეუძლია:

კამბუჩა - ეს არის ფერმენტირებული ჩაისგან მიღებული, ბუნებრივად გაზიანი, ცოცხალი, გამაგრილებელი სასმელი, რომლის თვისებაა დეტოქსიკაცია და იმუნური სისტემის ამაღლება. ბოლო პერიოდში, ის მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით მოთხოვნად პროდუქტებში შედის.

ძველ დროში ჩაის სოკოს გამოიყენებდნენ მუცლის ტკივილის, მოწამვლის და ზოგადად საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის დროს.

ხალხური მედიცინა გვასწავლის რომ კამბუჩას გამოყენება კარგია ბევრი დაავადების დროს, მათ შორის ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, გასტრიტის გამწვავების დროს.

მომზადების და მიღების წესი :

მინის ქილაში ჩვეულებრივი ჩაი 1ლ  ჩაასხით, დაუმატეთ  შაქარი 50-100 გრ , შემდეგ სოკო მოათავსეთ. ქილას მარლა დააფარეთ და მზის პირდაპირ სხივებიდან მოშორებით დადეთ.

2 დღის შემდეგ სასმელი მზად იქნება. მე-8 დღეს სოკოს უფრო გამოხატული სამკურნალო თვისებები ექნება. სჯობს ცივი ჩაი დაასხათ, უკვე გახსნილი შაქრით. ყურადღება მიაქციეთ, რომ შაქრის კრისტალები ჩაის სოკოს ზედაპირზე არ დარჩეს და არ დააზიანოს.

კამბუჩას ნაყენი 500 მლ შეგიძლიათ დალიოთ დღეში 2-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ნახევარი ჭიქა ჭამიდან 1 საათის შემდეგ. ასევე შესაძლვებელია დალევა ძილის წინ.

კამბუჩას დალევას მკაცრი წესები არ აქვს, მაგრამ უმჯობესია თუ ნაყენის 2 თვიანი კურსის შემდეგ 1 თვე შეისვენებთ, რომ მჟავე სასმელით კუჭის გაღიზიანება არ გამოიწვიოთ.

კარგი იქნება დაიმახსოვროთ, რომ ჩაის სოკოს ნაყენი არ უნდა დალიოთ კუჭის გაზრდილი მჟავიანობის და შაქრიანი დიაბეტის დროს.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version