vap.ge

ჯანმრთელობის 5 პრობლემა, რომელსაც წითელი წიწაკა მოგიგვარებთ

ჯანმრთელობის 5 პრობლემა, რომელსაც წითელი წიწაკა მოგიგვარებთ

ადამიანთა უმეტესობა კერძებში იყენებს წიწაკას კარგი გემოსა და არომატის გამო. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მას ძალიან კარგი სამკურნალო თვისებებიც აქვს. ექპერტები მრავალი წელია მუშაობენ ამ საკითხზე და აკვირდებიან “კაიენის” იგივე წითელი წიწაკის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. ამ დროის განმავლობაში კაიენის წიწაკამ არათუ გადაარჩინა პაციენტები, არამედ გააუმჯობესა კიდეც მათი მდგომარეობა.

ამ სტატიაში მოცემულია 5 პრობლემა, რასაც კურნავს კაიენის წიწაკა.

1. ართრიტის მკურნალობა. კაიენის წიწაკის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია კაპსაიცინი, კარგად ცნობილი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც მუშაობს თავის ტვინში ტკივილის შემცირებით. მედიქალ ნიუსის კვლევებმა აჩვენა, რომ კაიენის წიწაკით დამზადებული კრემები ეფექტურად ებრძვის და ამცირებს ართრიტის ტკივილს. გთავაზობთ მარტივ რეცეპტს: შეურიეთ 1 სუფრის კოვზი წითელი წიწაკა 5 სუფრის კოვზ ქოქოსის ზეთს. შეიზილეთ მტკივნეულ ადგილას.

2. შაკიკი.  ტკივილის შემსუბუქების კიდევ ერთი დიდი საშუალება, შაკიკის მოსახსნელად არის კაიენის წიწაკა. სწრაფი ეფექტისთვის შეგიძლიათ მოადუღოთ ამ წიწაკის ჩაი. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი კაიენის წიწაკა 1 ჭიქა მდუღარე წყალში და მოურიეთ სანამ წიწაკა ბოლომდე არ გახსნება. შემდეგ დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი. გააჩერეთ ჩაი ხუთი წუთის განმავლობაში და დალიეთ.

3. ნევროპათია. კაიენი წიწაკა შეიცავს კაპსსაინს, აქტიურ კომპონენტს, რომელიც ხელს უწყობს ნეიროპათიისგან შექმნილ დისკომფორტის შემცირებას. კაიენის კრემის წასმისას აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები, რადგან შეიძლება მეორე ადგილზე გადაიტანოთ თვალებსა და სახეზე, თუ კარგად არ დაიბანთ.

4. გახდომა. წონის დაკლების მარტივი გზის მოძებნა ყოველთვის პლუსია. მედიქალ ნიუსი იუწყება, რომ კაიენის წიწაკის ჭამა საჭმელთან ერთად 10-ჯერ მეტ კალორიას წვავს. ამიტომ, დაამატეთ თქვენს საკვებს ცოტაოდენი წითელი წიწაკა და შედეგს თავადვე ნახავთ.

5. ნახველი. კაიენის წიწაკის სიცხარე ხელს უწყობს ფლეგმისა და ლორწოვანი გარსების გათხელებას, ამიტომ მათი ორგანიზმიდან გამოდევნა ხდება. თუ ამ წიწაკით ორთქლის აბაზანას გაიკეთებთ, საკმაოდ ეფექტურ შედეგს მიიღებთ.

აუცილებლად სანახავი:ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება – რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა.

Facebook კომენტარები
Exit mobile version