vap.ge

როგორ უნდა გამოვიყენოთ კაკალი სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ?

როგორ უნდა გამოვიყენოთ კაკალი სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ?

კაკალი უნიკალური მცენარეა. ის აუცილებლად უნდა შედიოდეს ადამიანის ყოველდღიურ რაციონში. კაკალი თითქმის იმდენივე ვიტამინს, მიკროელემენტსა და ამინმჟავას შეიცავს, რამდენსაც ხილი. ამასთანავე, ნაჭუჭი, მისი ბუნებრივი გარსი, დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. კაკალი შეიცავს A, B1, B2, E, PP, C ვიტამინებს, კობალტს, რკინას, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდს... მოკლედ, ჩათვალეთ, რომ შინ მთელი აფთიაქი გაქვთ და მთელი ეს სიმდიდრე წარმოდგენილია აქტიური და ადვილად ასათვისებელი ფორმით.

კაკალი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ, ნაჩვენებია ნერვული დარღვევებისა და უძილობის დროს. C ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, კაკალში უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში.

სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში თაფლიანი ნიგოზი დაგეხმარებათ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის გახეხილი ნიგოზი, თაფლი და დაჭრილი ლეღვი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში. ეს არის პოლივიტამინური საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

ანემიის დროს ძალიან სასარგებლოა ნიგოზი, თაფლი, გარგარის ჩირი, ქიშმიში, ლიმონი, გატარებული თანაბარი რაოდენობით. ეს ნარევი მაღლა სწევს სისხლში ჰემოგლობინის დონეს, ავსებს ორგანიზმს ენერგიითა და სასიცოცხლო ძალით.

კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარშს ხალხური მედიცინა კუჭისა და გინეკოლოგიური დაავადებების, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის, სტომატიტისა და ანგინის, ლიმფური ჯირკვლების ანთების, ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად, გასტროენტერიტის, კუჭის აშლილობის დროს, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ავიტამინოზის დროს ორგანიზმის მოსამარაგებლად, მადის მოსაგვრელად, თეთრად შლის, არარეგულარული მენსტრუაციისა და პარაზიტების საწინააღმდეგოდ იყენებს. ერთ სუფრის კოვზ გამხმარ, დაკუწულ კაკლის ფოთოლს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს (სადღეღამისო ულუფა), წყალში აზავებენ და ისე სვამენ.

გარეგანი დანიშნულებით კი ნახარშს იყენებენ: 3-5 სუფრის კოვზ ფოთოლს 0,5ლ წყალს ასხამენ და 15 წუთის განმავლობაში ხარშავენ. კაკლის უღლის ნახარში ამცირებს ფეხების ოფლიანობას, უხდება ხველას. 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5ლ ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. გაიკეთეთ აბაზანა ფეხებზე კვირაში 2-ჯერ.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version