vap.ge

Სოკოთი გამოწვეული ტანჯვა: როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას გარედან და შიგნიდან?!

Სოკოთი გამოწვეული ტანჯვა: როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას გარედან და შიგნიდან?!

კანის ინფექციური დაავადებებიდან ყველაზე ხშირია სოკოვანი დაავადებები. ისინი გვხვდება მოსახლეობის დაახლოვებით 20 % – ში. 100 000 სახეობის სოკო ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში, მაგრამ მხოლოდ მათი ნაწილია დაავადების გამომწვევი ადამიანსა და ცხოველებში. დაავადების გამომწვევი სოკოები აზიანებენ ადამიანის კანს, თმას , ფრჩხილს, ზოგიერთი იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას. რაც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიშიც იყოს.

კანის სოკოს გამრავლება დამოკიდებულია ადამიანის კანის მდგომარეობაზე. სოკოს გამრავლებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა25–30 ტემპერატურა. ინფიცირება შეიძლება მოხდეს პირდაპირი გზით, სხვადასხვა საგნებთან დაავადებულ ადამიანთან ან ცხოველთან კონტაქტის გზით. ფართო გავრცელებისა და მაღალი კონტაგიოზურობის (ადვილად გადამდები) გამო სოკოვანი ინფექციები იწვევენ დიდ ინტერესს. ზოგიერთი სოკოვანი დაავადებით უპირატესად ავადდებიან ბავშვები. (მაგ. თავის თმიანი ნაწილის მიკროსკოპია, ტრიქოფიტია). მოზრდილებში უფრო ხშირია ნაოჭების ფრჩხილების დაზიანება. სოკომ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, შესაძლოა გადაიზარდოს ეკზემაში, განვითარდეს ბრონქიალური ასთმაც კი.

სოკოთი დაავადებული ადამიანი წარმოადგენს ინფექციის წყაროს როგორც ოჯახის წევრებისათვის ასევე გარშემო მყოფთათვის. ამიტომ სიკოთი დაავადებულებს ეკრძალებათ სპორტულ დაწესებულებებში და საცურაო აუზებზე სიარული, ასევე მომსახურების სფეროში მუშაობა.სოკო განსაკუთრებით სწრაფად მრავლდება ნესტიან და ცხელ გარემოში. ამიტომ წყლის პროცედურების შემდეგ აუცილებელია კარგად გამშრალება, განსაკუთრებით თითებს შორის, საზარდულის ნაოჭების, იღლიის ფოსოების არეში.საუნაში აბანოში სპორტულ დაწესებულებებში მიზანშეწონილი არ არის ფეხშიშველი სიარული, არ არის რეკომენდებული სხვისი ფეხსაცმლის ხმარება, უნდა მოვერიდოთ ფეხის ტრავმირებას, ჭარბ ოფლიანობას, ფეხსაცმელი არ უნდა იყოს ვიწრო.

ზოგიერთი სოკოვანი დაავადებებისათვის დამახასიათებელია სეზონურობა და დაავადების მასიურობა. ადამიანში სოკოვანი დაავადების განვითარებას ხელს უწყობს: ჰიპო ავიტამინოზი, ენდოკრინული დაავადებები (განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტი)  ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობა, თანმხლები დაავადებები, კანის მდგომარეობა, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს სქესს, პროფესიას. ორგანიზმის ქრონიკული ინფექციური დაავადებები აქვეითებენ ორგანიზმის რეაქტიულობას, იცვლება ოფლის შემადგენლობა, კანის თმის მდგომარეობა, ირღვევა ნერვული და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირება. ყოველივე ეს ხელს უწყობს ორგანიზმში არსებული პარაზიტული სოკოების გამრავლებას და დაავადების განვითარებას.

Სოკოს ბრძოლის მეთოდები: 

სოკოსთან  ბრძოლის გასაღები, რა თქმა უნდა, იმუნიტეტის გაძლიერებაა.

შემდეგი -შაქრის საერთოდ თავიდან აცილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გლუკოზა, შაქარი ქმნის იმ ნიადაგს, რომელზედაც ნებისმიერი სოკო (მათ შორის დაავადების გამომწვევი) საუკეთესოდ ვითარდება.

ასევე მნიშვნელოვანია თეთრი ფქვილის პროდუქტების მოხმარების მინიმუმამდე შემცირებას.

მიიღეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები აქტიურად. ესენია, მაგალითად, ნიორი. ის ეფექტურად ებრძვის სოკოვან ინფექციებს.

პარალელურად, აუცილებელია დაზიანებული ადგილების მკურნალობა თქვენი არჩევანით.

შემადგენლობა სოკოების სამკურნალოდ (აძლიერებს იმუნურ სისტემას)

კეფირი - 1 ჭიქა; კურკუმა - 1 ს.კ კოვზი.

შეურიეთ ერთმანეთს და მიიღეთ 3 -ჯერ დღეში 1 სუფრის კოვზი.

აუცილებლად სანახავი:ხალხური მეთოდები მათთვის ვინც ხვრინავს! ეს პრობლემა მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ!

Facebook კომენტარები
Exit mobile version