vap.ge

გაიწმინდეთ სისხლძარღვები ნივრის ზეთით და გულის პრობლემები აღარ შეგაწუხებთ.

გაიწმინდეთ სისხლძარღვები ნივრის ზეთით და გულის პრობლემები აღარ შეგაწუხებთ.

ცნობილ გამოთქმას: „ყველა დაავადება ნერვებიდან მოდის“ ერთ სიტყვას დავამატებდი: „სისხლძარღვებიდანაც“. სისხლძარღვების მდგომარეობაზეა დამოკიდებული
არტერიული წნევა, გულის მუშაობა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა. ამიტომაც,
როგორც კი პენსიაზე გავედი, გადავწყვიტე, ამიერიდან საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო
მეტად მეფიქრა — ხომ გაგიგონიათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. მეუღლე დამცინო-
და, შენს ასაკში კაცი ავადმყოფობის პროფილაქტიკაზე კი არა, იმ ქვეყნად წასვლაზე უნდა ფიქრობდესო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ცდებოდა და თვითონაც მომბაძა.

- აი, რაში მდგომარეობს ჩემი საიდუმლო: ყოველ შემოდგომაზე ვიტარებ ნივრის ზეთით
მკურნალობის კურსს. ვიღებ ერთ თავ საშუალო ზომის ნიორს, ვფცქვნი, ვჭყლეტ და
ვასხამ ერთ ჭიქა არარაფინირებულ მზესუმზირას ზეთს. ვდგამ მაცივრის ქვედა თაროზე
, ერთ კვირას ვტოვებ და ვიწყებ მკურნალობას. მიღების წესი ასეთია: ნივრის ზეთი უნდა
გააზავოთ ერთ ჩაის კოვზ ლიმონის წვენში, რომელიც უშუალოდ მიღების წინ უნდა გა მოიწუროს და დალიოთ. ნარევი მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობის კურსი გრძელდება ერთიდან სამ თვემდე.

ეს სისხლძარღვების გამაფართოებელი არაჩვეულებრივი საშუალებაა, ხსნის თავის
ტვინისა და გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმს, უხდება ქოშინს და ძალიან ეფექტურია სკლეროზის დროს. მის მოქმედებას მკურნალობის დაწყებისთანავე იგრძნობთ.

რასაკვირველია, ჯანმრთელობაზე მუდამ უნდა იზრუნოთ, მაგრამ სისხლძარღვებს
ყველაზე მეტი ყურადღება შემოდგომასა და გაზაფხულზე, ატმოსფერული წნევის ცვალე-
ბადობისას სჭირდება.

აუცილებლად სანახავი:ხალხური მეთოდები მათთვის ვინც ხვრინავს! ეს პრობლემა მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ!

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version