vap.ge

როგორ უნდა უმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს და ფეხების შეშუპებას შინდის დახმარებით? გთავაზობთ რეცეპტს

როგორ უნდა უმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს და ფეხების შეშუპებას შინდის დახმარებით? გთავაზობთ რეცეპტს

სამეცნიერო მედიცინაში შინდს არ იყენებენ, თუმცა ამ ბუჩქის ხილი, ფოთლები, ქერქი და ფესვები ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია პოპულარულია. ისინი  გამოიყენება მეტაბოლური დარღვევების, რევმატიზმის, პოდაგრის, ნაწლავის ანთებითი დაავადებების, წყლულოვანი დაავადების შემთხვევაშიც და კუჭის სისხლდენის დროსაც.

შინდი უნდა შეიტანოთ საკვებ რაციონში ღრძილებიდან სისხლდენისა და ქრონიკული გასტროენტეროკოლიტის, ზოგადი სისუსტისა და ორსულ ქალებში ტოქსიკოზის დროს. პოსტოპერაციულ პერიოდში გინეკოლოგიურ პაციენტებს მადის გასაუმჯობესებლად კი უნდა მიეცეთ ასევე შინდი. მათთვის კი, ვინც გრიპის ვირუსით დაავადდება, შინდის ბულიონი ხელს შეუწყობს ტემპერატურის შემცირებას.

ბევრი ჰერბოლოგისტი გვირჩევს შინდის ჭამას მის თესლთან ერთად, რადგან ის შეიცავს ყველაზე მეტ ტანინს. ნუ იდარდებთ თქვენს ნაწლავებზე, კურკები თავისუფლად დატოვებენ მას, ამავე დროს უკეთესად გაასუფთავებენ მას.

ასევე გირჩევთ კენკრის სიმწიფის პერიოდში ხუთი დღის განმავლობაში 2 ჭიქა შინდის ჭამას თესლით – ეს არის ბუასილის ერთ-ერთი უძველესი და ძალიან ეფექტური მკურნალობა. სხვა შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენეთ მინიმუმ შინდის მურაბა – ყოველთვის თესლთან ერთად.

ფეხების შეშუპებისა და ვენების აღმოსაფხვრელად კი, გირჩევთ ყოველ დილით ჭამოთ 7 ცალი შინდი ცარიელ კუჭზე, რაც მთვარია კურკიანი მიირთვით. 7 დღის შემდეგ შეისვენეთ ერთი კვირა, შემდეგ კი გაიმეორეთ მკურნალობის კურსი.

უკუჩვენებები: არ შეიძლება მაღალი მჟავიანობის მქონე კუჭის წყლულის დროს შინდის გამოყენება. ასევე შინდი უკუნაჩვენებია პროსტატის ადენომის, თავად პროსტატის და  თირკმელების დაავადების დროს.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version