vap.ge

პიტნის სასარგებლო თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გაეცანით მისი გამოყენების 10 გზას.

პიტნის სასარგებლო თვისებები ჩვენი ჯანმრთელობისთვის. გაეცანით მისი გამოყენების 10 გზას.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ  ყველასთვის კარგად ნაცნობი მცენარის სახლის პირობებში გამოყენების 10 გზას.

მუცლის ღრუს ტკივილის შემსუბუქება: პიტნა ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთების მოდუნებას და კრუნჩხვების განმუხტვას. ამიტომ, თუ ნერვიულობის გამო მოულოდნელად მუცელი გაწუხებთ, დალიეთ ცხელი ჩაი პიტნით ან უბრალოდ თბილი წყალი პიტნით და ლიმონით.

ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკა: პიტნას აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები. მისი რეგულარულად შეტანა თქვენს რაციონში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს ინფექციისა და სოკოვანი დაავადებების მარტივად გადატანაში ან თავიდან აცილებაში.

თაგვების წინააღმდეგ: თუ  თქვენი კერძო სახლის ეზოში პიტნას დარგავთ, თაგვები თქვენს ეზოში ვეღარ შემოვლენ!

დამამშვიდებელი ფეხის სკრაბი: პიტნის გამაგრილებელი თვისებები ასოცირდება მენთოლის შემცველობასთან, რაც ძალიან კარგად დაამშვიდებს დაღლილ ფეხებს დღის განმავლობაში. შეურიეთ წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთლები ზღვის მარილს და ზეითუნის ზეთს, შეიზილეთ ფეხები ამ ნარევით და ჩამოიბანეთ წყლით.

თავის ტკივილის შემსუბუქება: თავის ტკივილი ხშირად ასოცირდება ვაზოსპაზმასთან. ისევე, როგორც კუჭის ტკივილის დროს, თბილი პიტნის ჩაი ან უბრალოდ პიტნის წყალი დაგეხმარებათ.

ამასთანავე შესაძლებელია გათავისუფლდეთ სტრესისგან: პიტნა მშვენიერი მსუბუქი და ბუნებრივი დამამშვიდებელია, რომელიც დაგეხმარებათ სტრესის და შფოთვის შემცირებაში.

პიტნის ყინული: გააკეთეთ ყინული პიტნის ფოთლებით. შემდეგ კი, ეს კუბები შეიძლება ჩადოთ წყალში, ლიმონათში ან ცივ ჩაიში, ამით დაამატებთ ახალ არომატს თქვენს  სასმელს.

გამაგრილებელი სახის ტონერი: ჩაასხით ცივი წყალი დიდ თასში და დააქუცმაცეთ პიტნის ფოთლები. შედგით მაცივარში ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ დაასველეთ ბამბის დისკი პიტნის წყლით და წაისვით სახეზე. თქვენი კანი მენთოლის წყალობით ძალიან ძალიან კარგად გაგრილდება.

შეგიძლიათ ასევე  გააკეთოთ ჰაერის გამაგრილებელი საშუალება: ამისათვის უბრალოდ აურიეთ პიტნა სხვა ყვავილებთან ან ფურცლებთან და მოათავსეთ ეს სურნელოვანი ნარევები ოთახში.

ის გარშემო.გაგიქრობთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნს: პიტნის ზეთს შეურიეთ საცხობი სოდა და წყალბადის ზეჟანგი, რომ შექმნათ ხელნაკეთი კბილის პასტა, რომელიც კბილებს გაათეთრებს და უსიამოვნო სუნს გაგიქრობთ. ამასთან, ამ ნარევის გამოყენება შეგიძლიათ არა უმეტეს კვირაში ერთხელ, რადგან ის კბილების მინანქარს დაგიზიანებთ თუ ხშირად გამოიყენებთ.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები
Exit mobile version