ზურგზე გამონაყარი გაწუხებთ? გამოიყენეთ ეს ბუნებრივი საშუალებები და სამუდამოდ დაივიწყეთ ეს პრობლემა
მუწუკების გაჩენის მიზეზი შესაძლოა სტრესიც იყოს. ჰორმონული ცვლილებების ფონზე კანის მდგომარეობაც იცვლება. მუწუკების წარმოქმნა ჰაერის მომატებულმა ტენიანობამ და სიცხემაც შეიძლება გამოიწვიოს.
ხშირად ჰგონიათ, რომ მუწუკები მზეზე ნაკლებად ჩნდება, მაგრამ თუ ულტრაიისფერ გამოსხივებას ჭარბად მივიღებთ, იმუნური სისტემა დასუსტდება და კანის ცხიმის გამოყოფაც გაძლიერდება. მუწუკების გაჩენის კიდევ ერთი მიზეზია მათი გამორწყვა.
თუ კანი გაღიზიანებულია და მასზე ანთებითი კერებიცაა, ნუ იხმართ სკრაბს და ნუ გაიკეთებთ პილინგს - ეს პროცედურები უფრო დააზიანებს კანს და ინფექციაც მეტ უბანს მოიცავს. ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად მიმართეთ ექიმს, რადგან მიზეზის დაუდგენლად გამონაყარს ვერ მოიცილებთ.
როგორ ვუმკურნალოთ ზურგზე გამონაყარს შინაურ პირობებში
მრავალძარღვა - 50 გრამ მრავალძარღვას ფესვს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ 20 წუთი, გადმოდგით ქურიდან და გააჩერეთ 30 წუთი. 12-14 დღის განმავლობაში მიიღეთ ამ ნახარშის აბაზანა - ზურგზე გამონაყარი საგრძნობლად შემცირდება.
ოროვანდი - 50 გრამ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და ადუღეთ ნახევარი საათი. ნახარში გადაწურეთ და მიიღეთ აბაზანა ყოველდღე 2 კვირის განმავლობაში.
ქრისტესისხლა - ამ მცენარის ფესვებს დაასხით 1 ლიტრი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და შემდეგ ადუღეთ 20 წუთი. ამ ნახარშის აბაზანა მიიღეთ ყოველდღე 10 დღის განმავლობაში.
ლიმონი და სპირტი - ლიმონის წვენი შეურიეთ სპირტს 1:1 თანაფარდობით და მუწუკების საწინააღმდეგო შესანიშნავ შინაურ ლოსიონს მიიღებთ. ეს ხსნარი წაისვით კანზე, გაიჩერეთ 1 საათი და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
საფუარი ზოგჯერ კარგია - აიღეთ 1 სუფრის კოვზი საფუარი, გახსენით მდუღარე წყალში არაჟნის კონსისტენციამდე. შეიძლება რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენის დამატებაც. წაისვით კანის დაზიანებულ უბნებზე, რომ გაშრება, ჩამოიბანეთ.
შესაძლებელია ლევომიკოლის ანტისეპტიკური მალამოს გამოყენებაც. ის შეამცირებს მუწუკების რაოდენობას. ეფექტიანი იქნება ერითრომიცინიც. ხსნარის მისაღებად დაფხვენით ერითრომიცინის აბი და გახსენით ცოტაოდენ წყალში. მზა ხსნარი ბამბის ჩხირით წაისვით მუწუკებზე. ამ მიზნით შეიძლება სალიცილის მჟავას ხსნარის გამოყენებაც.