vap.ge

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხველება გაგიხანგრძლივდათ? რჩევები ხალხური მედიცინისგან

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხველება გაგიხანგრძლივდათ? რჩევები ხალხური მედიცინისგან

გახანგრძლივებული მკერდისმიერი ხველის დროს მკერდი დაიზილეთ მაუდის მშრალი ნაჭრით, შემდეგ კანში კარგად შეიზილეთ ღორის მუცლის ქონი ან გამდნარი ნაღების კარაქი. თუ გაქვთ, დაამატეთ ცაცხვის ზეთიც.

აიღეთ ჭვავი, შვრია, ქერი ან ვარდკაჭაჭა და გარჩეული მწარე ნუში, დაფქვით, ყავასავით მოადუღეთ და დალიეთ. შეგიძლიათ, დაამატოთ ცხელი რძე.

თალგამის წვენი აადუღეთ, დაატკბეთ შაქრით ან თაფლით და დალიეთ. შაქართან ერთად კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ ცოტაოდენი რომი ან კონიაკი. მიიღეთ დღეში რამდენჯერმე, ჭამის წინ.

თალგამის ან სტაფილოს წვენს დაამატეთ იმავე მოცულობის რძე ან თაფლი და კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 6-ჯერ.

აიღეთ 2 სუფრის კოვზი ახალი ნაღების კარაქი, 2 კვერცხის გული, ერთი ჩაის კოვზი ხორბლის ფქვილი და 2 ჩაის კოვზი სუფთა თაფლი, კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში რამდენჯერმე.

ნახველის გამოყოფის გასაადვილებლად მიიღეთ თაფლგარეული წითელი მოცვის სიროფი.

აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე გადაამოწმოთ ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე პროდუქტის მიმართ. ასევე, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები
Exit mobile version