კამის წყალი მეტეორიზმის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა. აი, როგორ უნდა მოამზადოთ ის
ხალხურ მედიცინაში მეტეორიზმის სამკურნალოდ, მადის აღსაძვრელად, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების სამკურნალოდ, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დასაამებლად დიდი პოპულარობით სარგებლობს კამა. ნაყენისა და ნახარშის მოსამზადებლად გამოიყენება როგორც თესლი, ასევე ნაყოფი და ფესვი. მეტეორიზმის სამკურნალოდ რეკომენდებულია მცენარის როგორც ახალმოკრეფილი, ასევე გამომშრალ-გამხმარი მიწისზედა ნაწილის გამოყენება.
ნაყენის მომზადების წესი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი (დაახლოებით 8-10 გ) გამომშრალი კამა, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთ საათს, გადაწურეთ და მიირთვით 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ბავშვისთვის მოამზადეთ ყოველდღიურად ახალი ნაყენი, ამიტომ აჯობებს ინგრედიენტები ნახევარ-ნახევარი დოზით გამოიყენოთ: 1 ჩ.კ კამა 250 მლ წყალზე.
უფროსებისთვის მოამზადეთ ასევე შემდეგი ნაკრებები
აურიეთ ერთმანეთში ასფურცელა (ნაყოფი) - 4 წილი, ბაღის პიტნა (ფოთოლი) - 3 წილი, კამა (თესლი) - 3 წილი, კატაბალახა (ფესვი) - 2 წილი.
აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათს მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ ნახევარი ჭიქა.
აიღეთ 20-20 გრამი კრაზანა (ბალახი), ფარსმანდუკი (ბალახი), ბერულა (ბალახი), ერთმანეთში აურიეთ, 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ, მიიღეთ 0,5 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.
აუცილებლად სანახავი:როგორ შევაჩეროთ შაკიკი რამდენიმე წამში ერთი ინგრედიენტი და 100% იანი შედეგი
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.