vap.ge

ჭარხლის ფოთლების უნიკალური სამკურნალო თვისებები, რომელთა შესახებ აქამდე არ გსმენიათ.

ჭარხლის ფოთლების უნიკალური სამკურნალო თვისებები, რომელთა შესახებ აქამდე არ გსმენიათ.

ჭარხლის ფოთლის „უცნობი“ სამკურნალო თვისებები ახალგაზრდა ჭარხალს სხვაგვარად ჭარხლის ფოთლებს ვეძახით. მისი სეზონი ადრეული ზაფხულიდან იწყება. ეს ძირხვენა ძალიან სასარგებლოა.

ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ დაასაბუთეს ექიმებმა, რომ მრავალი ბოსტნეულის ფოთლოვანი ნაწილი ბიოლოგიური ფასეულობით ბევრად აღემატება მათსავე ფესურებს, რომელთა გამოც ისინი მოჰყავთ. მაგალითად, ჭარხლის ფოთლებში ც ვიტამინი რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ფესვებში. ჭარხალში არის უ ვიტამინიც, რომელიც ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის მოშუშებას, ამცირებს და ანელებს სისხლძარღვებში ათეროსკლეროზულ ცვლილებებს.

ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავებთან ერთად ჭარხლის ფოთლები და ფესვები შეიცავს B1, B2, P, PP ვიტამინებს და ბევრ  სხვა ღირებულ ნივთიერებას.

ბავშვებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რკინის, მაგნიუმის, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორის, კობალტის მარილები, რომლებიც ააქტიურებს სისხლწარმოქმნის პროცესს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

არადა, რა უდიერად ვექცევით ჭარხლის ფოთლებს! დავთესავთ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გამოვხშირავთ და ზედმეტ ამონაყარს ვყრით. ამ დროს უნდა შევაგროვოთ, დავარჩიოთ, დავრეცხოთ და საკვებად გამოვიყენოთ. ჭარხლის ფოთლების კერძები ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ანემია აწუხებს. ჭარხალი შეიცავს ბეტაინსაც, რომელიც უჯრედების საშენი მასალაა და არეგულირებს ცხიმოვან ცვლას. ამასთან, სითბური დამუშავებისას ბეტაინი არ იშლება. ის არსებითად ეხმარება ბავშვის ორგანიზმს, მთლიანად აითვისოს სხვა საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით - ცხიმები.

მომავალი დედებისთვის ეს ნივთიერება იმითაა სასარგებლო, რომ ოპტიმალურ დონეზე ინარჩუნებს სისხლის წნევას, ხელს უშლის მის აწევას.

ბეტაინი ქოლინის წარმოქმნაშიც მონაწილეობს. ქოლინი ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია მეხსიერების სრულფასოვანი ფუნქციობისთვის და, იმავდროულად, სასიკეთოდ მოქმედებს ღვიძლზე.

ჭარხლის ფოთლები შესანიშნავად ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას. უჯრედისის უხვი შემცველობის წყალობით ეს ძირხვენა შეკრულობის საწინააღმდეგო აღიარებული საშუალებაა.

ჭარხლის პექტინები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საკვების გადამუშავებისა და ათვისების პროცესზე, ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას.

ჭარხლის ფოთლებით უამრავი გემრიელი და სასარგებლო კერძის მომზადება შეიძლება.

ჭარხლის ფოთლების სალათა

დაგჭირდებათ: 200 გ ჭარხლის ფოთოლი; 20 გ კამა; 60 გ არაჟანი; გემოვნებისამებრ - მარილი.

ჭარხლის ფოთლები დაარჩიეთ, დარეცხეთ და 2-3 წუთი ხარშეთ მარილწყალში. გააცივეთ, წვრილად დაკეპეთ, ჩაყარეთ თასში, შეაზავეთ არაჟნით და მოაყარეთ დაჭრილი კამა.

ჭარხლის ფოთლების მხალი

დაგჭირდებათ:  1 კგ ჭარხლის ფოთოლი; 2 ჩ/ჭ ნიგოზი; 2-3 თავი ხახვი; 3-3 ძირი მწვანილი; სუნელები, ძმარი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

დარეცხილი, დარჩეული ჭარხლის ფოთლები ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცოტაოდენო მდუღარე წყალი, თავზე დავახუროთ, შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ. როცა მოიხარშება, შევაგრილოთ და კარგად გავწუროთ.

დავნაყოთ ნიორი, ნიგოზი, წიწაკა, ქინძის თესლი, უცხო სუნელი, მარილი. ავურიოთ ერთმანეთში ცოტაოდენი ძმარი და ჭარხლის წვენი, დავამატოთ სუნელების ნაზავი, წვრილად დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური, მოვასხათ გაწურულ და დაკეპილ (ან გატარებულ) ჭარხლის ფოთოლს, კარგად ავურიოთ და მივიტანოთ სუფრასთან.

თუ ჭარხლის ფოთოლს ნორჩი ძირები აქვს, შეგიძლიათ ფოთლებთან ერთად მოხარშოთ.

ასე მომზადებული ჭარხალი ნიგვზის ნაცვლად შეგიძლიათ ზეთით შეაზავოთ - არანაკლებ გემრიელია.

აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით-დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს დაფნა?!

Facebook კომენტარები
Exit mobile version