vap.ge

სახსრების ტკივილისა და კანის დაავადებების დროს გიშველით წიწვოვანთა ფისისგან დამზადებული მალამო.

სახსრების ტკივილისა და კანის დაავადებების დროს გიშველით წიწვოვანთა ფისისგან დამზადებული მალამო.

წიწვოვანთა ფისისგან დამზადებული მალამო უნიკალური მკურნალია. ის წმენდს ღვიძლს, სისხლძარღვებს, ამცირებს სახსრებში ტკივილს, გამოიყენება ანემიების, კუჭისა და ნაწლავების წყლულოვანი პათოლოგიის, ბუასილის, ფსორიაზის, კანის, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დაავადებათა დროს. გააჩნია გამაახალგაზდავებელი ეფექტი.

როგორ მოვამზადოთ ეს უნიკალური მალამო

მასალა: კარაქი - 1 ჩაის ჭიქა; ცვილი (თაფლის სანთელი) - 2 ასანთის კოლოფისხელა; წიწვოვანის ფისი - 2 ასანთის კოლოფისხელა; თაფლი- 1 ჩაის კოვზი.

მომზადება

პირველ ეტაპზე კარაქი უნდა გაიწმინდოს მინარევებისგან. ამისათვის ის მომინანქრებულ ჭურჭელში ფრთხილად გაადნეთ, ოღონდ არ აადუღოთ. მოაცილეთ ქაფი და გადაწურეთ სხვა ჭურჭელში. აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა კარაქი, ორი ასანთის კოლოფისხელა ნატურალური ცვილი და ამდენივე ფისი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაძვის, ფიჭვის, კედრის ან სოჭის). მალამოს მომზადებამდე ფისი სასურველია საყინულეში გაყინოთ, რათა გაადვილდეს მისი დაქუცმაცება.

შესაბამისი მოცულობის ჭურჭელში გაადნეთ კარაქი, დაამატეთ ფისი და უჟანგავი ჩანგლით ფრთხილად ურიეთ ფისის სრულ გახსნამდე. შემდეგ დაამატეთ წვრილად დაქუცმაცებული ცვილი და მის სრულ გადნობამდე მასას ფრთხილად ურიეთ (ნარევი არ უნდა ადუღდეს ანუ ტემპერატურა 80 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს). ნარევი გადმოდგით, შეაგრილეთ შესქელებამდე. ამ პერიოდში დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და კარგად ათქვიფეთ.

თუ ცვილი ან ფისი არასაკმარისად სუფთაა (ანუ მინარევებს შეიცავს) ცხელი მასა შეგრილებამდე ორშრიან დოლბანდში გადაწურეთ. საბოლოოდ მიიღებთ კრემისმაგვარ მალამოს წიწვების მდგრადი სურნელითა და მომწარო გემოთი. მალამო მაცივარში (შეგიძლიათ საყინულეშიც) უნდა შეინახოთ.

უნიკალური მალამოს გამოყენება

გარეგანი გამოყენებისათვის ერთი ჩაის კოვზი მალამო წყლის ორთქლზე შეათბეთ (გაადნეთ) და ჩვეულებრივ შეიზილეთ შესაბამის უბნებში. მაგალითად, სახსრების პათოლოგიათა სამკურნალოდ მალამოწასმული სახსრები შეიფუთეთ და მთელი ღამე გაიჩერეთ. კანის დაავადებათა დროს კი მალამო კანის დაზიანებულ უბნებზე წაისვით და ბინტით შეიხვიეთ.

დასალევად აიღეთ გაყინული მალამოს კაკლისოდენა მოცულობა, დააქუცმაცეთ და გადაყლაპეთ, აუცილებლად მიაყოლეთ ცხელი რძე ან წყალი.

გაციებისას მკერდის, ზურგის არე ან ტერფები დაიზილეთ მალამოთი და ისე ჩათბუნდით.

ბრონქიტისა და გახანგრძლივებული ხველის დროს ერთი ჩაის კოვზი მალამო გახსენით ერთ ჭიქა ცხელ რძეში და მიირთვით დღეში სამჯერ.

აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით-დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს დაფნა?!

Facebook კომენტარები
Exit mobile version