vap.ge

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ძალ-ღონემ გიმტყუნათ ? საუკეთესო რეცეფტები ხალხური მედიცინისგან

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ძალ-ღონემ გიმტყუნათ ? საუკეთესო რეცეფტები ხალხური მედიცინისგან

თუ სამუშაო მუდმივ მობილიზაციას გთხოვთ, დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიფიტოთ და ნერვული სისტემა, მერე კი სხვა ორგანოები და სისტემებიც დაიავადოთ.

თუ დაღლილობას, ძილიანობასა და სისუსტეს უჩივით, მაგრამ დასვენებისა და გამოძინების საშუალება არ გაქვთ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ კვებას. რაციონში შეიტანეთ რაც შეიძლება მეტი ხილი, კაკალი, თაფლი, ქიშმიში, ჭერმის ჩირი, შავი ქლიავი, ასკილი და კუ-
ნელი, აგრეთვე თევზის ქონი, რომელიც მდიდარია D ვიტამინით.

C, A, და B ჯგუფის ვიტამინების საუკეთესო წყაროა ციტრუსები. გარდა ამისა, მოსაძლიერებლად

დაღლილობისა და ძილიანობის დასაძლევად მიიღეთ ასეთი სასმელები:

ყოველი დღე დაიწყეთ ლიმონის, ფორთოხლის ან გრეიპფრუტის წვენით (ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ციტრუსებზე ალერგია არ გაქვთ).

ერთი სუფრის კოვზი ძახველი ჩაყარეთ გამთბარ თერმოსში, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ რამდენიმე საათით, დროდადრო თერმოსი შეანჯღრიეთ. გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ.

ერთი სუფრის კოვზ შვრიას დაასხით ორი ჭიქა წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე
დაახლოებით ნახევარი საათი, გააცივეთ, გაწურეთ. მიიღეთ დღეში რამდენჯერმე, მცირე ულუფებით.

ვარდკაჭაჭას ფესვები გაახმეთ და დაფქვით. ორი სუფრის კოვზი ჩაყარეთ გამთბარ ჭურჭელში, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ თავდახურული და შეფუთული 40-60 წუთით, გაწურეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-5-ჯერ.

სამლიტრიან მინის ქილაში ჩაყარეთ გარეცხილი ფიჭვის გირჩები, დააყარეთ 1 კგ
შაქრის ფხვნილი, დაასხით 1 ლიტრი არაყი, დააყენეთ ბნელ, თბილ ადგილას, პერიოდუ-
ლად შეანჯღრიეთ. სამი დღის შემდეგ მიღებული მოყავისფრო-მოწითალო სითხე ცალკე ჭურჭელში გადმოასხით. გირჩებს კიდევ ორჯერ დაასხით 1 ლიტრი არაყი და სამ-სამი დღის შემდეგ გადმოწურეთ.

სამივე ექსტრაქტი ერთმანეთში აურიეთ. ამ სასმელს ფიჭვის ბალზამს უწოდებენ. ჩაასხით მუქ მინის ბოთლებში და შეინახეთ სიბნელეში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე, სამი კვირის განმავლობაში.

ლიმონითა და თაფლით შეზავებული პიტნის ჩაი სწრაფად დაგიბრუნებთ მხნეობასა და ენერგიას. სასმელი აუცილებლად ცხელი უნდა იყოს.

ნახევარ ჭიქა მშრალ ასკილს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე, თავზე მჭიდროდ დაახურეთ და დააყენეთ 20 წუთით. დალიეთ ჩაისავით.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version