vap.ge

საუკეთესო რეცეპტები გულის ჯანმრთელობისთვის ხალხური მედიცინისგან

საუკეთესო რეცეპტები გულის ჯანმრთელობისთვის ხალხური მედიცინისგან

ცოცხალი ორგანიზმი ვერ იარსებებს, თუ მისი თითოეული უჯრედი განუწყვეტლივ არ მომარაგდა სისხლით. სწორედ ეს ევალება სისხლის მიმოქცევის ორგანოთა სისტემას.

გული სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანოა. იგი, ფაქტობრივად, ადამიანის ჩასახვისთანავე იწყებს მუშაობას და მხოლოდ მისი გარდაცვალებისას ჩერდება.

ამ ორგანოს ხშირად ადარებენ ძლიერ ტუმბოს, რომლის განუწყვეტელი მოქმედების შედეგად სისხლი მუდმივად გადაიტყორცნება სისხლძარღვებში, ამასთან, არა მხოლოდ გულის ქვევით, არამედ მის ზევით მდებარე ორგანოებშიც.

მშვენივრად ვიცი, რომ გულთან ხუმრობა არ შეიძლება როცა კაცს გული აწუხებს,
დიაგნოზი სპეციალისტმა უნდა დაუსვას.

სწორედ ასე მოვიქეცი, გულმა პირველად რომ მთხოვა მიშველეო, მაგრამ ვერ მოვითმინე, ჩემი აზრით, ყველაზე სასარგებლო მცენარეული რეცეპტი ამოვარჩიე და მკურნალი ექიმის თანხმობით მის სმას შევუდექი.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს წამალი პროფილაქტიკისთვისაც შესანიშნავი ყოფილა.

რეცეპტის მთავარი კომპონენტი ყველასთვის კარგად ნაცნობი კატაბალახაა.

წამალი ყოველ დილას უნდა მოამზადოთ და მთელი დღის განმავლობაში სვათ.

– აიღეთ საჩვენებელი თითისოდენა პურის ნაჭერი და 4 ტოლ ნაწილად გაჭერით. თი-
თოეულს დააწვეთეთ 3-4 წვეთი კატაბალახას ნაყენი. ერთი მაშინვე ჩაიდეთ პირში, რამდენიმე წუთს გააჩერეთ, შემდეგ დაღეჭეთ და გადაყლაპეთ, დანარჩენი კი 4 საათში ერთხელ ასეთივე წესით მიირთვით. შედეგს 4-5 დღის შემდეგ იგრძნობთ.

გულით დაავადებულთათვის ძლიერ სასარგებლოა მეორე წამალიც:

აიღეთ 1 ლიტრი ნატურალური თაფლი, 10 ლიმონის წვენი და 10 მომცრო თავი გახეხი-
ლი ნიორი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და თავდახურულ ქილაში ერთ კვირას დატოვეთ.

ერთი კვირის შემდეგ ქილას ხუფი მოხადეთ, ნაზავს კარგად ამოურიეთ და
მიიღეთ 4 სადილის კოვზი დღეში ერთხელ, მაგრამ ერთბაშად ნუ გადაყლაპავთ, ნელ- ნელა, აუჩქარებლად მიირთვით. ერთი დღეც არ გამოტოვოთ.

ნარევი 2 თვეს უნდა გეყოთ. მკურნალობის კურსიც სწორედ ამდენ ხანს გრძელდება.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version