ეს 10 ჩვევა სასწრაფოდ უნდა დაივიწყოთ თუ არ გინდათ, რომ თირკმელები დაიზიანოთ
თირკმლები (renes) – წყვილი ექსკრეტორული და ინკრეტორული ორგანო, რომელიც შარდის წარმომქმნელი ფუნქციის მეშვეობით, არეგულირებს ორგანიზმის ქიმიურ ჰომეოსტაზს. თირკმლები განლაგებულია რეტროპერიტონეალურ სივრცეში, გულმკერდის XI და წელის III მალების დონეზე.
ბევრი ჩვენგანი ამ მავნე ჩვევებს უკვე იცნობს, მაგრამ არ უფიქრდება და არ მიიჩნევს დამღუპველ პრობლემად. სჯობს ახლავე ბოლო მოუღოთ ამ მავნე ჩვევებს, რადგან არსებობს გამოთქმა: “ადამიანი ჯანმრთელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი თირკმელებიც ჯანმრთელია”.
ჩვევები, რომლებიც კლავს თქვენს თირკმელებს:
1. ალკოჰოლი და თამბაქო
უკვე დიდი ხანია მრავალჯერ დადასტურდა, რომ სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის მოხმარება უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ეს მავნე ჩვევები ართულებს თირკმელების მუშაობას, რადგან ორგანოს უჭირს გამკლავება ორგანიზმში შემავალ დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერებებთან. ეს მხოლოდ კინოფილმებშია ლამაზი, როდესაც ეწევიან და სვამენ ალკოჰოლურ სასმელს, ცხოვრებაში კი ნელი თვითმკვლელობაა. დაფიქრდით ამაზე მაშინ, როდესაც ამოიღებთ კოლოფიდან მორიგ სიგარეტის ღერს ან ჩაასხამთ ჭიქაში ღვინოს…
2. არასრულყოფილი ძილი
ამ თემაზე სხვა დროსაც დაგვიწერია (შემაშფოთებელი ექსპერიმენტი), საქმე ისაა, რომ ღამე თირკმელების ქსოვილი იწყებს განახლებას. თუ მუდმივად ძილის უკმარისობა გაქვთ, ეს პროცესი სრულყოფილად არ წარიმართება, რამაც შეიძლება მალე ორგანოს მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს. დაივიწყეთ სულელური ფრაზა: “ძილი სუსტებისთვისაა”.
3. კოფეინის მიღება დიდი დოზით
აი რატომ არ გეძინებათ. კოფეინი, რომელსაც შეიცავს ყავა და სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელი, დიდი დოზით მავნეა მთელი ორგანიზმისათვის, ხოლო თირკმელებისთვის განსაკუთრებით.
4. პასიური ცხოვრების წესი
ხშირად, განსაკუთრებით მჯდომარე სამუშაოს დროს, თირკმელებში ჩნდება შეშუპება. სწორად სისხლის მიმოქცევის აღდგენისათვის, ყოველ საათში ერთხელ ცოტათი გაივარჯიშეთ. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, თავიდან აგვაცილებს კენჭების წარმოქმნას.
5. ვიტამინ B6-ის ნაკლებობა
თირკმელების იდეალური ფინქციონირებისათვის, საჭიროა მივიღოთ ყოველდღიურად 1,3 მლ. ვიტამინი – В6. იგი გვხვდება თევზში, კარტოფილში, და ბევრ ხილში, ცისტრუსის გარდა.
6. არადროულად შარდის ბუშტის დაცლა
მუდმივად შარდის შეკავება შარდის ბუშტში იწვევს თირკმლების უკმარისობას, რაც თირკმლის ფუნქციის მოშლაა, რომელიც გამოიხატება განსაზღვრული კლინიკურ-ლაბორატორიული სიმპტომოკომპლექსით ან სინდრომით და სიცოცხლისთვის საშიშ ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს და ასევე შარდის შეუკავებლობას.
7. გადამეტებული რაოდენობის ნატრიუმი
ძირითადად ნატრიუმის მომმარაგებელი მარილია, მაგრამ თუ მას დიდი რაოდენობით იყენებთ, თქვენი თირკმელები, როგორც წყალ-მარილოვანი ცვლის მთავარი მარეგულირებელი ვერ გაუმკლავდება მუშაობას. მარილის მოხმარების დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისათვის 5-6 გრამამდეა.
8. დაუფიქრებელი დიეტები
ცხიმების საწვავი დიეტები, არსებითად აშიშვლებს თირკმელებს და ართმევს თავდაცვის უნარს. საბოლოოდ კი იგი იღებს ორმაგ დარტყმას: ერთის მხრივ ფილტრავენ სისხლს ბალანსის დარღვევით, ხოლო მეორე მხრივ – არ იღებენ სასარგებლო ნივთიერებებს
9. ჭარბი ცილა
ცილას არ შეუძლია ორგანიზმში დაგროვება ცხიმის მსგავსად, შესაბამისად ზედმეტი ცილის რაოდენობა ზრდის თირკმელების დატვირთვის რისკს. თუ თირკმელები ამ სამუშაოს ვერ გაუმკლავდება, მასში შეიძლება გაჩნდეს კენჭები.
10. არასაკმარისი წყლის მიღება
თირკმელების სწორად ფუნქციონირებისათვის, ისევე როგორც ყველა ორგანოს შემთხვევაში, აუცილებელია საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა. წყალს პირდაპირი გაგებით გამოაქვს ორგანიზმიდან ყველანაირი სიბინძურე და საზიზღრობა.
აქედან გამომდინარე თირკმელების ჯანმრთელობა თქვენს ხელშია! მოიშორეთ ზემოთ ჩამოთვლილი მავნე ჩვევები და თავს იგრძნობთ ბევრად უკეთ.