vap.ge

4 პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ აკნესგან დატოვებული ლაქებისა და ნაიარევის მოშორებაში

აკნესგან დატოვებული ნაიარევი არაესთეტიკური სანახავია. საბედნიეროდ არსებობს მრავალი ნივთიერება, რომელიც ამ პრობლემას მოგიხსნით.

  1. სახლში დამზადებული კრემი

დაგჭირდებათ დარიჩინის ფხვნილი და ორგანული თაფლი. თითოეული ინგრედიენტის მხოლოდ 1 ს/კ შეურიეთ ერთმანეთს. როცა სქელ მასას მიიღებთ წაისვით პრობლემურ ადგილას. გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ყოველდღიურად.

2. ლიმონის წვენი

ამისთვის დაგჭირდებათ ორგანული ლიმონის წვენი. ლიმონი ძალიან ეფექტურია აკნეს დროს. ის მდიდარია ვიტამინ c-თი, რომელიც აღადგენს დაზიანებული კანის უჯრედებს. უბრალოდ აიღეთ ბამბა, ლიმონის წვენში ჩაასველეთ, 10 წუთის განმავლობაში პრობლემურ ადგილას შეიზილეთ და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით სახე ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. საცხობი სოდა

საცხობი სოდა ისევე როგორც დარიჩინი კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს. უბრალოდ აურიეთ ორგანული საცხობი სოდა გამოხდილ წყალს 5;1 პროპორციით. უნდა მიიღოთ სქელი მასა. ეს უნდა წაისვათ აკნეზე და გაიჩეროთ იქამდე, სანამ არ გაშრება. ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ კვირაში სამჯერ.

4. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი მდიდარია ვიტამინებით E და C, რომლებიც ეფექტურად გაშორებთ აკნესგან დატოვებულ ლაქებს. ის ასევე წმენდს სახეს. უბრალოდ, ძილის წინ, ორგანული ზეითუნის ზეთი თითებით შეიზილეთ პრობლემურ ადგილას. მთელი ღამით გაიჩერეთ. მეორე დღეს კი სახე ჩვეულებრივ დაიბანეთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version