vap.ge

ბეგქონდარა ის მცენარეა, რომელიც მუდამ უნდა გქონდეთ სახლში. გაგაცნობთ მის სამკურნალო რეცეპტებს.

ბეგქონდარა ის მცენარეა, რომელიც მუდამ უნდა გქონდეთ სახლში. გაგაცნობთ მის სამკურნალო რეცეპტებს.

ბეგქონდარა საოცარ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ის მდიდარია თიმოლითა და ეთერზეთებით, რომელთაც სოკოს საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებები აქვთ. ბეგქონდარა პირველი წამალია მწერთა ნაკბენების, დამწვრობებისა და ჭრილობების სამკურნალოდ.

მისი ზეთი გამოირჩევა შარდმდენი ეფექტით, აადვილებს საკვების მონელებას. ბეგქონდარა ხსნის დაღლილობას და ამაღლებს გუნება-განწყობას. მცენარის ფოთლებში უხვადაა კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა და სელენი. მცენარე მდიდარია აგრეთვე A ვიტამინით, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. მოგეხსენებათ, A ვიტამინს დიდი მნიშვნელობა აქვს კანისა და ლორწოვანი გარსების ჯანმრთელობისთვის, აგრეთვე მხედველობის სიმახვილისთვის.

ბეგქონდარა_უძველესი დროიდან ითვლებოდა ღვთაებრივ მცენარედ, რომელსაც აქვს უნარი დაუბრუნოს ადამიანს სიცოცხლე. ის შეიცავს უამრავ ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, ეთერზეთებს, ვიტამინ B და C, ფლავონოიდებს, მაღალმოლეკულურ ნახშირწყლებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. სწორედ ამ კომპონენტების წყალობით ბეგქონდარას აქვს ძალიან მდიდარი და მკვეთრი არომატი.ბეგქონდარა კარგია ზედა სასუნთქი გზების დაავადებების დროსაც,მასში შემავალი კომპონენტები კი საუკეთესოა ყელის ტკივილის,ხველისა და ბრონქიტის დროს.

მცენარის გამოყენება: ბეგქონდარა- როგორც სამკურნალო მცენარე, საკამოდ დიდი ხანია ცნობილია თავისი უნიკალური ქიმიური შემადგენლობით. აღსანიშნავია, რომ ის გამოიყენება, როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში, რაც ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

რეცეპტები:

ცხელი ნაყენი_ 1ს.კ ბეგქონდარას დაასხით 200მლ (1ჩ.ჭ) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წუთი. შემდგომ გადაწურეთ სითხე ცალკე და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სახსრებისა და კუთების დაავადებების დროს_ 200გ დაქუცმაცებულ ბეგქონდარას დაასხით 70% 1ლ სპირტი. შემდგომ კი, 14 დღის განმავლობაში მოათავსეთ ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღიეთ ხოლმე. დროის გასვლის შემდგომ კი დოლბანდის მეშვეობით სუფთად გადაწურეთ ნარევი და შეიზილეთ მტკივან ადგილებში. შინაგანი გამოყენება არ შეიძლება!!

საჭმლის მონელების დარღვევა, მიკლოფლორის შესუსტება_ 1,5 ჩ.კ ბეგქონდარას დაასხით 200მლ ადუღებული წყალი, გააგრილეთ 10 წუთი. შემდგომ გადაწურეთ სითხე ცალკე და მიიღეთ 1ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ალერგია, კონიუქტივიტი_ 2ს.კ მშრალ, დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 100მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 1სთ. შემდგომ გადაწურეთ, მიღებული სითხით გაჟღინთეთ ბამბის დისკები და დაიდეთ თვალებზე 30-60 წუთის განმავლობაში.

აუცილებლად სანახავი:კვერცხის ძალიან სასარგებლო და ეფექტური ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

Facebook კომენტარები
Exit mobile version