vap.ge

პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ თმის სწრაფად გაზრდაში

ბევრი გოგონა გრძელი თმის გამო უამრავ ფულს ხარჯავს შამპუნებში, ნიღბებსა და ლოსიონებში. სამწუხაროდ, უმეტესობა მათგანი მოკლევადიან შედეგს გვაძლევს. საბოლოოდ, კი გოგონები სალონურ პროცედურებს მიმართავენ და ასე იზრდიან ხელოვნურ თმას. ეს პროცედურაც მოკლე ვადიანია. თმის დაგრძელება რამდენიმე თვე გრძელდება მხოლოდ.

დღეს მე შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც თმას სწრაფად გაგიზრდით სახლის პირობებშიც კი.

ეს არაჩვეულებრივი საშუალება რომ მოამზადოთ, დაგჭირდებათ საცხობი სოდა. ის უნდა აურიოთ წყალში პროპორციებით 1:3. მიღებული მასა წაისვით თმის წვერიდან ძირებამდე.

დაიტოვეთ 3-4 წუთი. თმის დაბანის დროს გამოიყენეთ გვირილას ცხელი ნაყენი. საბოლოოდ კი ჩამოიბანეთ ამ ნარევით: ვაშლის ძმარი შეურიეთ წყალს პროპორციებით 1:4. ამ პროცედურის ჩატარება კვირაში ერთხელ მოგიწევთ ხოლმე.

Facebook კომენტარები
Exit mobile version