vap.ge

სასწაულმოქმედი მანანის ფხვნილი – კურნავს კანის დაავადებებს, ჭრილობებით დაწყებული ეგზემით დამთავრებული

სასწაულმოქმედი მანანის ფხვნილი - კურნავს კანის დაავადებებს, ჭრილობებით დაწყებული ეგზემით დამთავრებული

ბოლო ხანს სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ მანანის სამკურნალო თვისებებზე. მაგალი–
თად, თურმე წინათ მებრძოლები ჩირქოვან ჭრილობაზე მანანის ფხვნილს იყრიდნენ, ასევე მკურნალობდნენ დამწვრობას, ეგზემას და კანის სხვა დაავადებებს.

მანანის ფოთლებს პოდაგრის,რევმატიზმის, თვალის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, მანანის აყვავებული ტოტების ნაყენი კი გაციებასა და ნერვულ დაავადებებს, დიზენტერია-
სა და ტუბერკულოზს უხდება.

მანანის მოხარშულ ფოთლებს ნაღრძობზე ან ამოვარდნილ სახსარზე იდებენ და ტკივილი ცხრება.

ეს ყველაფერი ხალხური მედიცინის კრებულებში ამოვიკითხე. რამდენიმე საგულისხმო რეცეპტიც აღმოვაჩინე, გამოვცადე და არაჩვეულებრივი ეფექტი მივიღე, ამიტომ მინდა, თქვენც გასწავლოთ:

მანანის თაფლი შველის დაღლილობას, გაციებას, ძლიერ ხველას. მის მოსამზადე-
ბლად 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მანანას, 1 სუფრის კოვზ თხაწართხალას და 2 სუფრის კოვზ თაფლს დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 48 საათი, შემდეგ გაფილტრეთ და მიიღეთ დღეში 5-ჯერ 1/2-1/2 ჭიქა.

მანანის ნაყენს სვამენ საშარდე გზების ანთების დროს როგორც შარდმდენ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას. მის მოსამზადებლად აიღეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მანანა (ყვავილებითურთ), ჩაყარეთ 0,5 ლ მდუღარე წყალში, გააჩერეთ 1/2 საათი და მიიღეთ 1/3-1/3 ჭიქა ყოველ 2-3 საათში ერთხელ.

უძილობის, გაციების, მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს გიშველით მანანის წვენი.

ის უნდა გამოწუროთ ბუჩქის კენწეროში არსებული ფოთლებისა და ყვავილებისგან,განაზავოთ თაფლში (თანაფარდობით 1:1), 0,5 ჩაის კოვზი ნარევი გახსნათ 1/3 ჭიქა რძეში და მიიღოთ დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

აუცილებლად სანახავი:კქერტლის მკურნალობა სახლის პირობებში ხალხური მედიცინით

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version