ყველამ კარგად ვიცით, რომ ვაშლში იმდენი რკინაა, ანემიის განკურნებაც შეუძლია. მაგრამ სინამდვილეში ვაშლის სარგებლობა ამით არ შემოიფარგლება.
1. ამაგრებს სისხლძარღვებს
პირველ რიგში, ვაშლი არ უყვარს ქოლესტერინს, რადგან თუკი ჩვევად იქცევთ ყოველდღიურად რამდენიმე ვაშლის მირთმევას, ეს ცუდი ნივთიერება საგრძნობლად კლებულობს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ვაშლი იმაზე უკეთე ებრძვის მაღალი ქოლესტერინისგან გამოწვეულ დაავადებებს, ვიდრე სამედიცინო პრეპარატები. ასევე ვაშლში დიდი რაოდენობით კალიუმია, რომელიც ძალიან საჭიროა სისხლძარღვებისთვის. ასე რომ, რეგულარულად ვაშლის მიღებით, ჩვენ ერთდროულად რამდენიმე ბონუსს ვიღებთ; ვთავისუფლდებით შეშუპებისგან, ვიკაჟებთ გულს, ვიტარებთ ვარიკოზული დაავადებების პროფილაქტიკას, ვიწმენდთ სისხლძარღებს და ბევრად ჯანმრთელები ვხდებით.
2. ამაღლებს იმუნიტეტს.
ვაშლი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ ჩ-ს. გაციებების სეზონზე - ჩვენი იმუნიტეტისთვის ასე აუცილებელი ყველაზე ხელმისაწვდომი ვიტამინ-ანტიოქსიდანტი სწორედ ვაშლია. და თუკი მაინც გაცივდით, ჯანმრთელობის აღსადგენად, შემწვარ ვაშლზე უკეთეს პრეპარატს ვერ იშოვნით.
3. იცავს ონკოლოგიისგან
მეცნიერები თვლიან, რომ ფლავონოიდები, რომელსაც ვაშლის კანი შეიცავს და იგივე ვიტამინი C, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისება გააჩნია, ონკოდაავადებების ყველაზე მოქმედი პროფილაქტიკაა. მაგალითად, კვლევებით დადასტურდა, რომ ვაშლის მოყვარულები 50 %-ით იშვიათად ავადდებიან ფილტვის კიბოთი.
4. აუმჯობესებს მეხსიერებას
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ვაშლის რეგულარულად მირთმევის შედმთხვევაში (ან ვაშლის ახალგამოწურული წვენის), ადამიანის ტვინში იმატებს აციტილხოლინის ნეირომედიატორის დონე. ეს გახლავთ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ინფორმაციის დამახსოვებაში, სწორედ ამ ნივთიერების უკმარისობა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას.
5. ამაგრებს კბილის ემალს და ინარჩუნებს სითეთრეს.
შეგიძლიათ ჭამის შემდეგ გაიხეხოთ კბილები, ან უბრალოდ ჩაკბიჩოთ სადილის შემდეგ ვაშლი. ნაყოფის მკვრივი აგებულება წმენდს ემალს, ხოლო მჟავები, რომელსაც ის შეიცავს, ებრძვის ბაქტერიებს, რომელიც კარიესს იწვევს.
6. არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს
ვაშლი - ერთადერთი "არაზღვის" პროდუქტია, რომელიც იოდს შეიცავს. არა იმდენად თავად ნაყოფი, როგორც მისი თესლი. ის არა მარტო შეგიძლიათ, არამედ უნდა მიირთვათ, რათა იოდის დეფიციტი შეივსოთ. მაგრამ არა მხოლოდ 6 ცალი თესლი დღეში!
7. ამშვიდებს ნერვებს
ვაშლი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, კერძოდ კი, გლუმატრინის მჟავას და ფოსფორს, რომლებიც ძალიან სასარგებლოა ნერვული უჯრედებისთვის. შესაბამისად, თუკი არამიანი რეგულარულად მიირთმევს ვაშლს, მას არ ემუქრება დეპრესია, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება და აპათია.
8. ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას
ვაშლი მართლაც ახანგრძლივებს კანის ახალგაზრდობას და უნარჩუნებს მას ტონუსს. ამისათვისაც მადლობა ნაყოფში შემავალ ანტიოქსიდანტს, ვიტამინ C-ს უნდა გადავუხადოთ. გახეხეთ ვაშლი, 1 ს/კ გახეხილ ვაშლს შეურიეთ არაჟანი და (ან) ზეითუნის ზეთი და გაიჩერეთ სახეზე 15 წუთი. და თქვენი კანი ვაშლის კანივით გლუვი გახდება!
9. ხელს უწყობს წონის კლებას
განტვირთვის დღეები ვაშლზე - ეს არის წონის კლებისა და ორგანიზმის გაწმენდის ის კლასიკური მეთოდ, რომელსაც ექიმები და დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ თვეში ერთხელ მაინც მოვაწყოთ. ვაშლში ცოტაოდენი კალორია, ხოლო ფასეული ვიტამინი და მიკროელემენტი - ბევრი, ამიტომაც ვაშლი ბევრი დიეტის შემადგენელი პროდუქტია. მნიშვნელოვანი ნიუანსი: ვაშლის დიეტაზე ყოფნა რეკომენდებულია მხოლოდ ჯანმრთელი კუჭის მქონე ადამიანთათვის. დანარჩენებისთვის აჯობებს, ვაშლი შემწვარი იყოს.
10. ამაგრებს კუნთებს
ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ვაშლი - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კუნთების ატროფიის პროფილაქტიკისთვის: ეს ის დაავადებაა, რომლის წამალიც დღემდე არ არსებობს მედიცინაში. მაგრამ ვაშლის კანი შეიცავს მჟავას, რომელიც დადებითად მოქმედებს ამ დაავადებაზე. ის ხელს უწყობს კუნთოვანი მასის გაზრდას.