vap.ge

თუ თმა გცვივათ და არ იცით როგორ შეაჩეროთ ეს პროცესი, გასწავლით საოცარ მეთოდს.

თუ თმა გცვივათ და არ იცით როგორ შეაჩეროთ ეს პროცესი, გასწავლით საოცარ მეთოდს.

წესით, ახლა სრულიად მელოტი უნდა ვიყო ამ ასაკში არც მამაჩემს, არც ბაბუაჩემს
თავზე ღერი თმა აღარ ჰქონდათ.

ახალგაზრდობაშივე მივხვდი, რომ მეც ასეთივე სიბერე მელოდა. გამელოტების პირველი ნიშნები ჯერ კიდევ სტუდენტობისას გამომაჩნდა, 30 წლისას კი უკვე სოკრატეს შუბლი მამშვენებდა. ამან დამაფიქრა და გამელოტების საწინააღმდეგო საშუალებების ძიება დავიწყე. თმის გადანერგვის იდეა არ მომეწონა. ჯერ ერთი, მეძვირა, მეორეც, მტკივნეულია. ჩემი ჯიბე ვერც ძვირად ღირებულ მედიკამენტებს გასწვდებოდა.

ყველაზე ხელმისაწვდომი ბირკავას ზეთი აღმოჩნდა, მაგრამ ვერაფერი მიშველა.

დავიწყე სამედიცინო ლიტერატურის შესწავლა და ახლობლების გამოკითხვა. ზოგმა რა მირჩია, ზოგმა რა. ბევრი საინტერესო რეცეპტი ჩავიწერე.

შევიტყვე ისიც, რომ თმის ინტენსიური ცვენა ორგანიზმში ზოგიერთი ნივთიერების უკმარისობაზე მიუთითებს, ამიტომ ყურადღება იმ ხალხურ რეცეპტზე შევაჩერე, რომელიც გარეგანთან ერთად შინაგან მკურნალობასაც ითვალისწინებს.

ნახარში, რომელსაც ორი თვე ვსვამდი, ასე მზადდება:

ვიღებთ 10 გ ჟენშენის ფესვს, 6გ ძირტკბილას ფესვს, 10 გ მანდარინის ქერქს, 15 გ გლერძის ფესვს. ამ ყველაფერს 30 წუთს ვადუღებთ 400 მლ წყალში, ვწურავთ და ვსვამთ 100 მლ-ს დღეში 2-ჯერ. პარალელურად თავის კანში ვიზელთ კოჭას ზეთს.

თავდაპირველად მეგონა, რომ თმოვანი საფარველის შესანარჩუნებლად ბრძოლა ღრმა სიბერემდე არ დასრულდებოდა, მაგრამ მკურნალობის შედეგი უკვე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.

ახალი თმა არ ამომდის, მაგრამ ცვენა შესამჩნევად შენელდა და თუ მკურნალობა განვაგრძე, ეგებ შეწყდეს კიდეც.

ვიცი, ეს პრობლემა ბევრს აწუხებს და არა მარტო მამაკაცებს, ქალებსაც, ამიტომ თავს უფლება მივეცი, მათთვის საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. მენდეთ, რადგან წამლის ეფექტი საკუთარ თავზე გამოვცადე.

აუცილებლად სანახავი:წითელი ხახვი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიბიოტიკია!

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version