vap.ge

თუ პირის უსიამოვნო სუნი დისკომფორტს გიმქნით და არ იცით რა მოიმოქმედოთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

თუ პირის უსიამოვნო სუნი დისკომფორტს გიმქნით და არ იცით რა მოიმოქმედოთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა

თვითონაც იცით, რა შემაწუხებელია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვისაც პირიდან
უსიამოვნო სუნი ამოსდის. ღმერთმა სწორედ ეს განსაცდელი გამომიგზავნა — დიაბეტის ფონზე მთელი ორგანიზმი დამისუსტდა. კბილებიც გამიფუჭდა. ვამჩნევდი, თანამოსაუბრეები ხშირად პირს იბრუნებდნენ ხოლმე. გავგიჟდი კაცი!

მხსნელად მეზობელი სტომატოლოგი მომევლინა, რომელმაც შესანიშნავი ხალხური საშუალებები მასწავლა, მაგრამ გაფრთხილებთ:

მათ გამოყენებამდე სტომატოლოგთან მკურნალობა აუცილებელია, რათა ანთებითი კერები ჩაიცხროთ.

აი ეს რეცეპტები:

ანთებითი პროცესის დროს პირში თბილი წყლის გამოვლება ვერ გვიშველით. საკმაოდ ცხელი წყალია საჭირო, მაგრამ არც ისეთი ცხელი, რომ დაგწვათ. არ არის საჭირო მისი ბუყბუყი და მთელ პირის ღრუში გადაადგილება, რადგან აქედან არავითარი სარგებელი არ არის.

გამოსავლები ნაყენი უნდა ჩაიგუბოთ პირში და დაავადებული კბილის მხარეს გააჩეროთ 30-40 წამის განმავლობაში, შემდეგ გადმოაფურთხოთ და ყველაფერი თავიდან გაიმეოროთ.

პროცედურები უნდა გაიმეოროთ 10-15-ჯერ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება შედეგი.
გამოვლება უნდა გაიმეოროთ ყოველ 2 საათში ერთხელ.

უმჯობესია ერთ ჭიქა ცხელ წყალში ჩაყაროთ 1 ჩ/კ მარილი და 1 ჩ/კ სოდა, 5 წვეთი იოდი.

კარგი ეფექტი აქვს კრაზანას, მუხის ქერქის, არყის ფოთლების ნაყენს, გამოსავლებად
კარგია აგრეთვე მწვანე ჩაიც.

აიღეთ 1 სუფრის კოვზი რომელიმე ბალახი და დაასხით მას ერთი ჭიქა ადუღებული
1.წყალი. დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში, გაწურეთ და გამოივლეთ ცხელი.

თუ კბილი ამოგიღეს, მაშინ ხსნარი უნდა იყოს აუცილებლად თბილი — სხეულის ტემ-
პერატურის. ამ დროს გირჩევთ:

ანტისეპტიკური (კრაზანა, გვირილა, ვარდის ფურცლები, მწვანე ჩაი) ხსნარების გამოვლებას. გამოვლების კურსი გააგრძელეთ 2-3 დღე.

აიღეთ 3 სუფრის კოვზი კრაზანა, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და ასე დატოვეთ 2 საათით.

დამზადებული ხსნარი გამოივლეთ პირში ღრძილების გამაგრებისა და უსიამოვნო სუნისათვის დღეში სამჯერ, მე ამ სავლებებმა საკმაოდ მიშველა. იქნებ თქვენც დაგეხმაროთ.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:გოგრა უებარია პარაზიტების გასანადგურებლად. ნახეთ, რა სახით უნდა მივიღოთ, რომ მყისიერი ეფექტი ჰქონდეს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version