vap.ge

ორი პროდუქტი რომელიც ყოველთვის უნდა გქონდეთ. ვერ წარმოიდგენთ თურმე რამდენი პრობლემის მოგვარება შეუძლია

ორი პროდუქტი რომელიც ყოველთვის უნდა გქონდეთ. ვერ წარმოიდგენთ თურმე რამდენი პრობლემის მოგვარება შეუძლია

იოდი და საჭმელი სოდა – ორი იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც ჩემი საოჯახო აფთიაქის განუყოფელი ნაწილია. დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ გამოიყენოთ ისინი, რათა სწრაფად და მარტივად გათავისუფლდეთ არაერთი საკმაოდ სერიოზული პრობლემისაგან.
საჭმელი სოდა და იოდი

1. ჭრილობები

თუ ჭრილობა მიიღეთ, აუცილებლად დაიმუშავეთ ის მცირეოდენი იოდით, რათა თავიდან აირიდოთ ინფექციის შეჭრა. იოდი მართლაც რომ ერთ-ერთი საუკეთესო მადეზინფიცირებელი საშუალებაა, რომელიც ბოლომდე ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს.

2. სოკოვანი ინფექცია

თუ ფრჩხილის სოკოსგან იტანჯებით, კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად რთულად განსაკურნებელი დაავადებაა ის. ფრჩხილის პლასტინის დეფორმირება, ქავილი აუტანელი შეგრძნება და ნახეთქების გაჩენა თავიდან რომ აირიდოთ, რეგულარულად დაიმუშავეთ დაინფიცირებული ფრჩხილები და კანის მონაკვეთები იოდით.

არაჩვეულებრივი იქნება, თუ მოამზადებთ ფეხების ცხელ აბაზანას რამდენიმე წვეთი იოდის დამატებით. რეგულარული პროცედურებიდან მინიმალურ ვადაში საოცარ ცვლილებებს აუცილებლად იხილავთ! გახსოვდეთ, მთავარი მოთმინება და რეგულარულობაა, როდესაც საუბარი სოკოვანი ინფექციის განკურნებაზე მიდის.

3. გრიპი და გაციება

თუ გრიპისა და გაციების პირველმა ნიშნებმა შეგაწუხათ, ოდნავ დატენიანებული საჭმელი სოდა წაისვით ცხვირის ნესტოების გარშემო და ისუნთქეთ ღრმად რამდენიმე წუთის განმავლობაში. ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ, რათა თავიდან აირიდოთ სურდოს განვითარება. ასე საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი სინუსიტის გამწვავების პროფილაქტიკაც, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცედურების ჩატარებას დროულად დაიწყებთ.

4. ხველა

თუ ძლიერმა ხველამ შეგაწუხათ, გაიკეთეთ იოდის ბადე გულ-მკერდის არეზე. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს, დაძინების წინ. ეს მეთოდი გამოდგება პლევრიტის სამკურნალოდაც.

5. ხიწვი

თუ კანში ხიწვი შეგერჭოთ, არ იჩქაროთ ნემსის გამოყენება. რამდენად ღრმადაც არ უნდა იყოს ჩასული ხიწვი კანის საფარში, უბრალოდ დაიმუშავეთ ჭრილობა იოდით დღის განმავლობაში რამდენჯერმე.

6. მყესის დაჭიმულობა და სილურჯე

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული მყესის დაჭიმულობა. რეგულარულად დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური მონაკვეთი მცირეოდენი იოდით, რათა დააჩქაროთ მყესის აღდგენის პროცესი და თავიდან აირიდოთ ძლიერი ტკივილები ამინდის ცვლილებებზე, რაც წარსულში მიღბული ტრავმებისათვის დამახასიათებელი საკმაოდ ხშირი მოვლენაა.

7. საუკეთესო წვეთები სურდოს წინააღმდეგ

თუ სურდომ შეგაწუხათ, 2 ჩაის ჭიქა ანადუღარ წყალს დაუმატეთ 5-6 წვეთი იოდი ან მწიკვი საჭმელი სოდა და მიღბული ნარევი ყოველ 2 ერთხელ ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში თითო წვეთის ოდენობით. სურდოს დროს არაჩვეულებრივია იოდით ინჰალაციაც. გახსენით იოდის ბოთლი, მიიტანეთ ის ახლოს ცხვირთან და ძლიერად შეისუნთქეთ ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე ნესტოთი.

8. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება

დაამატეთ ნახევარ ჩაის ჭიქა ანადუღარ წყალში 1 ან 2 წვეთი იოდი და მიირთვით ის, რათა სწრაფად დაამარცხოთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება.

9. ტონზილიტი

ტონზილიტისა და ჩირქოვანი ანგინის დროს ძალიან დაგეხმარებათ საჭმელი სოდა. დაისველეთ თითი, კარგად ამოავლეთ ის საჭმელ სოდაში და მსუბუქად დაიმუშავეთ ნუშისებრი ჯირკვლები, იგივე გლანდები. მოდმევნო 2-3 საათის შემდეგ არ ჭამოთ და არ დალიოთ წყალი. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე, რათა პრობლემისგან მინიმალურ დროში გათავისუფლდეთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version