vap.ge

თუ პოდაგრა გაქვთ, ეს მეთოდები აუცილებლად უნდა სცადოთ

თუ პოდაგრა გაქვთ, ეს მეთოდები აუცილებლად უნდა სცადოთ

გახლავართ პენსიონერი მამაკაცი. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო
რჩევებისთვის და მოგიყვეთ, როგორ დავაღწიე თავი პოდაგრით გამოწვეულ აუტანელ ტკივილს.

რამდენიმე წლის წინ ცერა თითი გამისივდა, გამიწითლდა და აუტანლად ამტკივდა. ერთ ღამეს ტკივილმა გამაღვიძა. ისე ცუდად გავხდი, სასწრაფო დახმარება დამჭირდა. პოდაგრა უნდა იყოს, რევმატოლოგის პაციენტი ხარო, მითხრა.

მივმართე რევმატოლოგს, დამინიშნა მკურნალობა. რა და როგორი, მკითხველისთვის არ იქნება საინტერესო, რადგან ამ დროს ყოველთვის ერთი და იგივე წამლები ინიშნება.

საინტერესო ის არის, რომ ექიმმა ფეხზე წასასმელი საშუალებაც მასწავლა, რომელიც ტკივილს თვალის დახამხამებაში მიყურებდა. მინდა სწორედ ამ საშუალების რეცეპტი შემოგთავაზოთ.

ოღონდ გაითვალისწინეთ, მარტო ის ვერ გიშველით, ექიმის დანიშნულება აუცილებლად უნდა შეასრულოთ, დიეტაც დაიცვათ, კერძოდ, ერიდოთ ხორცს, თევზს, მათ ნახარშს, შაშხს, კონსერვებს, შოკოლადს, ლობიოს, ბარდას, მჟაუნას. არც ალკოჰოლი შეიძლება.

სამაგიეროდ, კარგია რძე და რძის ნაწარმი, მოხარშული ბოსტნეული, ხილი, ბრინჯი. შეიძლება ცოტა კვერცხიც. აუცილებელია დიდი ოდენობით სითხის მიღება.

ახლა კი რეცეპტი:
აიღეთ ცოტა ოდეკოლონი, დაუმატეთ იმავე ოდენობის ვალერიანის წვეთები, 5%-იანი იოდის ხსნარი და 6 ტაბლეტი ანალგინი (კარგად დაფქული ან დანაყილი).

კარგად აურიეთ, ხოლო გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. დაიზილეთ ამ ხსნარით მტკივანი თითი და შალით შეიხვიეთ. ასე ვაკეთებდი ყოველ საღამოს, სანამ ტკივილმა და შესივებამ არ გამიარა.

წითელი მოცვის ფოთოლი დაკეპეთ, 4 ჩაის კოვზს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე
წყალი, შეფუთეთ და 1 საათი გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version