ჰემოგლობინი თუ დაგივარდათ, ნუ შეგეშინდებათ. ჩვენ გასაოცარ რეცეპტს გასწავლით მის მოსამატებლად
მშობიარობის შემდეგ ჰემოგლობინი ძალიან დამივარდა. რკინის პრეპარატებმა კუჭი გამიღიზიანა და ამიტომ ვეღარ დავლიე. ჩემმა მეგობარმა პროფესიით ექთანმა, ერთი რეცეპტი მასწავლა.
თავდაპირველად ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ ბოლოს მაინც ვცადე თუ არ მარგებს, არც მავნებს-მეთქი. დავიწყე სმა და სული მოვითქვი.
აი ეს რეცეპტი:
კუნელის ნაყენი:
აიღეთ 50 გ წითელი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და სვით 200-200 მლ დღეში 3-ჯერ.
კუნელის ნახარში:
100 გ კუნელის ნაყოფი დააქუცმაცეთ, დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთი. მიიღეთ 50-100 მლ დღეში 3-ჯერ.
ნაყენი და ნახარში მონაცვლეობით უნდა სვათ. თუ კუნელით მკურნალობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ იგი აქვეითებს წნევას. თუმცა ეს მგონი ყველამ იცის.
ისიც ბევრს ექნება გაგონილი, რომ კუნელი გულის წამალია. ერთ-ერთ წიგნში ისიც ამოვიკითხე, რომ კუნელი არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას.
ასე რომ, ურიგო არ იქნება, კენკრა საზამთროდაც მოიმარაგოთ:
ახალმოკრეფილი ნაყოფი ღუმელში გამოაშროთ და ქაღალდის პარკში შეინახოთ. ასე 8 წელიც კი გაძლებს. გამომშრალი ყვავილების შენახვის ვადა კი მხოლოდ 2 წელია.
აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.