vap.ge

შეკრულობის წინააღმდეგ ეფექტური ქრისტესისხლასა და რძის კომბინაცია საუკეთესოა

შეკრულობის წინააღმდეგ ეფექტური ქრისტესისხლასა და რძის კომბინაცია საუკეთესოა

 

ხშირად მაწუხებდა შეკრულობა. კოლიტიაო, მითხრეს ექიმებმა, თანაც ნაწლავებში რ-
ღაც ბაქტერიები გაკლიაო.

დამინიშნეს წამლები არ მიშველა, თუმცა, უნდა ვაღიარო, ჩემი ბრალიც არის, რადგან ბოლომდე არ შევასრულე ექიმის დარიგება.

შეკრულობამ ძალიან რომ შემაწუხა, — დღეში 6 ტაბლეტი სენადეც კი აღარ მშველოდა, — ისევ მივაკითხე ექიმს.

მან ხელახლა დამინიშნა წამლები და თან საოცარი ბურახის მომზადება მასწა-
ვლა, შეკრულობას შველისო.

წამლები არ დამილევია, სამაგიეროდ ბურახს გეახლებოდით ხშირ-ხშირად და კუჭ-ნაწლავის პრობლემა გამიქრა.

სიამოვნებით გასწავლით მისი მომზადების წესს:

3ლ რძის შრატში შეურიეთ 1 ჭიქა შაქარი. 1 ჭიქა დაჭრილი ქრისტესისხლა (ნედლიც შეიძლება და გამხმარიც) შეახვიეთ დოლბანდში, სიმძიმისთვის მიამაგრეთ მომცრო ტვირთი და ჩაუშვით შრატიან ქილაში. ქილას დააფარეთ მარლა და სიბნელეში დადგით.

ორი კვირის შემდეგ ნაყენი გაფილტრეთ (მიიღებთ მომჟავო სასმელს), ჩაასხით ისევ მინისქილაში, დაახურეთ პოლიეთილენის სახურავიდამაცივარში შედგით.

უნდა სვათ 0,5-0,5 ლიტრი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით
ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირას შეადგენს. შემდეგ 10 დღე უნდ დაისვენოთ და დარჩენილი ნაყენიც იმავე წესით დალიოთ.

დილით, გაღვიძებისთანავე, ვიხეხავ კბილებს ზღვის მარილით, ენიდან ჩაის კოვზით ვიშორებ ნადებს, რამდენიმე წუთის განმავლობაში ვწუწნი მცენარეულ ზეთს (კანფეტივით), შემდეგ ვაფურთხებ და პირში თბილ წყალს ვივლებ. ამის
შემდეგ ვსვამ ქრისტესისხლას ბურახს, ხოლო ნახევარი საათის შემდეგ ვსაუზმობ.

გარდა ამისა, ვჭამ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, მეტწილად გახეხილს და მცენარეული ზეთით შეზავებულს. წლობით მაწუხებდა შეკრულობა და აირების დაგროვება, ზოგჯერ მეგონა, მუცელი გამისკდებოდა. ახლა ჩემი კუჭ-ნაწლავი საათივით მუშაობს.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

 

Facebook კომენტარები
Exit mobile version