vap.ge

შვრიის ეს სასმელი დაგეხმარებათ სამუდამოდ დაემშვიდობოთ მუხლების გაუსაძლის ტკივილს

მუხლების ტკივილი – პრობლემა, რომელიც გვიქმნის საოცრად დიდ დისკომფორტს და გვიკარგავს ცხოვრების ხალისს. სახსრებთან და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები შუახნის ასაკს გადაცილებულ ადამიანებში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.Oats - FODMAP Everyday

ყველაფერი დისკომფორტის მსუბუქი შეგრძნებით დაიწყო. იმის იმედით, რომ პრობლემა ხანმოკლე დროში თავისით გაივლიდა, საჭირო ზომების მიღებაზე უარი ვთქვი, რამაც მდგომარეობის გამწვავებამდე მიმიყვანა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუხლების სახსრების გაუსაძლისი ტკივილების გამო ცხოვრების ხალისი დაკარგული მქონდა და სახლის კარის ზღრუბლს აღარც კი ვცდებოდი.

სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავზე არაერთი პრეპარატი და საშუალება გამოვცადე, თუმცა მხოლოდ დროებით ეფექტს ვიღებდი, ტკივილის საშინელი შეგრძნება კი რამდენიმე საათში უკან მიბრუნდებოდა. მაშინ, როდესაც ჩემი გამოჯანმრთელების იმედი უკვე გადაწურული მქონდა, თანასოფლელმა ხნიერმა ქალბატონმა შვრიის საოცარი ელექსირის შესახებ მიამბო. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე აღარაფერს ვკარგავდი, ამ საშუალების მიღება მეორე დღესვე დავიწყე. დღეს თავს არაჩვეულერივად ვგრძნობ და სახსრების ტკივილი ჩემთვის სრულიად უცხოა!

შვრიის ნახარში სახსრების აღსადგენად

  1. ჩაყარეთ ქვაბში 2,5 ჩაის ჭიქა შვრიის მარცვლები.
  2. დაასხით 6 ლიტრი წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  3. ხარშეთ ნარევი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში (პერიოდულად კარგად მოურიეთ) .
  4. გამორთეთ ცეცხლი და მიეცით ნახარშს დრო გასაგრილებლად.
  5. 4 საათიანი ხარშვის შემდეგ სითხის დიდი ნაწილი აორთქლდება. გაგრილებულ ნახარშს უნდა დაუმატოთ იმ რაოდენობით ახალი მდუღარე წყალი, რომ საერთო ჯამში დაგრჩეთ 4 ლიტრი სითხე.
  6. მდუღარე წყალის დამატების შემდეგ დააყოვნეთ ნახარში რამდენიმე საათით და შემდეგ გადაწურეთ.
  7. მიღებული ულუფა გეყოფათ ოთხი დღე (დღეში 1 ლიტრი ნახარში).

მიირთვით 1 ლიტრი ნახარში მთელი დღის განმავლობაში პატარა ულუფებით. კურსის ხანგრძლივობა – 3 კვირა. ყოველ 4 დღეში ერთხელ თქვენ უნდა მოამზადოთ ახალი ნახარში. საერთო ჯამში უნდა ჩაიტაროთ იმდენი კურსი, რამდენიც სახსრების ბოლომდე აღასდგენად დაგჭირდებათ. 3 კვირიან კურსებს შორის აკეთეთ 1 კვირიანი შესვენებები. გარდა მუხლების გაძლიერებისა და ტკივილის საშინელი შეგრძნების დამარცხებისა, შვრიის ეს ნახარში მოგაშორებთ სხეულიდან ზედმეტ მარილებს, გაგიწმენდთ თირკმელებსა და ღვიძლს.

თუ თქვენც ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისთვისაც სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები უცხო არ არის, აუცილებლად ცადეთ მოცემული საშუალება. სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ის სწრაფად მოგცემთ შვებას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version