vap.ge

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა საუკეთესო ხალხური მეთოდებით

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობა საუკეთესო ხალხური მეთოდებით

მკითხველმა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე წყლულოვანი დაავადების გამწვავების პროფილაქტიკისათვის მცენარეული ნაყენის რეცეპტი გაგვიზიარა:

აიღეთ თანაბარი რაოდენობის მრავალძარღვასა და სალბის ბალახი, წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ ეს ნაყენი 1 საათით გააჩერეთ და მზად არის.

გაზაფხულის დადგომისთანავე, როცა დაავადების გამწვავებაა მოსალოდნელი, მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში.

შემოდგომაზეც უნდა ჩაიტაროთ 14-დღიანი კურსი, ოღონდ შედარებით მოზრდილი დოზებით — ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.

წამლის მომზადება მხოლოდ მრავალძარღვასგანაც შეიძლება.

ამისთვის მრავალძარღვას ფოთლები უნდა გარეცხოთ ცივი წყლით, გააშროთ, დაასხათ
ადუღებული წყალი და მაშინვე ამოიღოთ, დადოთ ვარცლზე დასაწრეტად და მალევე გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

მიღებული მასიდან უნდა გამოწუროთ წვენი. თუ სქელი და წელვადი წვენი მიიღეთ, დაასხით იმავე რაოდენობის წყალი და კარგად შეანჯღრიეთ. გამოწურული წვენი უნდა ადუღოთ 1 წუთის განმავლობაში, მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

გარეცხილი, კარგად გამშრალი ქაცვი გაწურეთ წვენსაწურში. წვენს დაუმატეთ
იმავე რაოდენობის შაქარი. ნარევი უნდა შეათბოთ ცეცხლზე 40°C-მდე (მეტი არ შეი-
ძლება) და განუწყვეტლივ ურიოთ, ვიდრე შაქარი არ გაიხსნება. შემდეგ ცხელი ნარევი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში.

ამგვარად მომზადებული ჟელე კარგად ინახება და თანაც ვიტამინებს ინარჩუნებს. მას იყენებენ ორგანიზმის დასუსტებისას, იმუნიტეტის დაქვეითებისას, ნებისმიერი დაავადებისას, ალერგიის გარდა.

ქაცვის ზეთი აფთიაქებში იყიდება. თითო ჩაის კოვზი მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას, გარდა ამისა, მას
აქვს ანტიბაქტერიული თვისებები  - აფერხებს არაერთი ბაქტერიის ზრდას.

ქაცვის ზეთი აქვეითებს კუჭის წვენის სეკრეციას, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში, აჩერებს ათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირებას, მდიდარია E, B, B, B, და P ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ფოსფოლიპილებით, მცენარეული სტერინებით.

ქაცვის ზეთს იყენებენ გინეკოლოგიაში ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. ეს
საშუალება ეფექტიანია დამწვრობის დროს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის სამკურნალოდ.

ქაცვის ზეთიან სანთლებს იყენებენ პროქტოლოგიაში ეროზიულ-წყლულოვანი პროქტიტების, ჰემოროის სამკურნალოდ.

ქაცვის ზეთი გამოიყენება აგრეთვე ჰაიმორიტის, ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობისას.

სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:ზამთრის სეზონი გაციების გარეშე წარმოუგენელია, გაგიზიარეთ ხალხური მედიცინის საუკეთესო რეცეპტებს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version